ჩაბარების ვადა:
        
    18 ივლისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18118 - ტენდერი ‘სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის’ ფარგლებში, ჩეხური ენის თარჯიმნის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ევროკავშირი საქართველოსთვის
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 18 ივლისი 2023 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის’ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ჩეხური ენის თარჯიმნის მომსახურებაზე.
კომპანიამ / პირმა უნდა უზრუნველყოს:
- ჩეხეთში სასწავლო ტურის ფარგლებში ჩეხურიდან ქართულად და ქართულიდან ჩეხურად თარგმნა;
 - ონლაინ ტრენინგის ფარგლებში, სინქრონული თარგმნა, ჩეხურიდან ქართულად;
 - სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა, მიღება-ჩაბარება და ა.შ. წარმოდგენა.
 
დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით.
დაინტერესებულმა კომპანიამ/პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 18 ივლისის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.orkodashvili@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სათაური: ჩეხურის ენის თარჯიმანი / Subject: Czech Language Interpreter
 - CV/რეზიუმე;
 - მინიმუმ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ვისთანაც თარჯიმანს ბოლო 2 წლის განმავლობაში უმუშავია;
 - ფინანსური შემოთაავზება, რომელიც ჩაშლილი იქნება დღეებისა და სერვისების მიხედვით. ფინანსურ შემოთავაზებაში, გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ თარგმნის სერვისისა და მომზადების ღირებულება (თარჯიმნის ცხოვრებისა და კვების ხარჯებს დაფარავს CENN);
 
სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:
- რელევანტური სამუშაო გამოცდილება
 - რელევანტური აკადემიური ხარისხი
 - ფინანსური შემოთავაზების ეფექტურობა
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათელა ლაგურაშვილი
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 571 34 00 44
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები