ჩაბარების ვადა:

18 ივლისი 2023, 17:00

სტატუსი:

გამარჯვებული

E
ელ. ტენდერი
T18123 - ტენდერი ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე სასაწყობე შენობის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. დოკუმენტაციას დაემატა 2 ფაილი: 41-ე დადგენილება და 41-ე დადგენილება საექსპერტო დასკვნა.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს, ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე სასაწყობე შენობის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. მისამართი: ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N10.

  • შენობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის საკადასტრო კოდი: 01.19.17.001.044;
  • შენობის და გარშემო ტერიტორიის მოწყობა საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად: https://we.tl/t-BDnmy4v9Ao 
  • აღნიშნული ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი მოცემულია BOQ ში;

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება:
    -ხარჯთაღრიცხვის ფაილი რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას;
    -პროექტის შესრულების გრაფიკი;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.Tenders.ge
  •  მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2023 წლის 18 ივლისი 17:00 საათი.
  • სამშენებლო ხელშეკრულების ნიმუში წარდგენილია შპს „დიპლომატ ჯორჯია“-ს მიერ (იხ. თანდართული
  • ფაილი)
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. საპროექტო კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ საბოლოო პროექტის რევიზიას და ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენას.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები:
    -დაწყება - 2023 წლის აგვისტო;
    -დასრულება - 2024 წლის თებერვალი.
  • სამუშაოების შესრულების ვადა არის 6 თვე (180 კალენდარული დღე). სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი:

A - სადემონტაჟო სამუშაოები და ვერტიკალური გეგმარება

B - საწყობის შენობა. სამშენებლო ნაწილი.

C - საწყობის შენობა. არქიტექტურული ნაწილი.

D - საკონტროლო გამშვები შენობა-ნაგებობა.

E - სატუმბი შენობა

F - გარე სამუშაოები

 G - ტერიტორიის კეთილმოწყობა


საინჟინრო - ტექნიკური სამუშაოები (MEP) შესრულდება მშენებლობის პარალელურ რეჟიმში დამკვეთის მიერ უკვე შერჩეული კომპანიის მიერ.

  • ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება შპს დიპლომატ ჯორჯიას მხრიდან.
  • გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ ლინკზე: https://we.tl/t-BDnmy4v9Ao 

ინფორმაცია ელექტრონული ტენდერში მონაწილოების შესახებ:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ გვერძე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 18 ივლისი, 17:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების სუპერვაიზერი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge  ; constructionteam@diplomat.ge 
ტელ: +995 571 77 22 11

შესყიდვების მენეჯერი:
საკონტაქტო პირი: ბაკო ხაბურძანია
ელ. ფოსტა: B.khaburdzania@diplomat.ge  
ტელ: +995 577 14 44 40
ტექნიკური შეკითხვების შემთხვევაში:

საკონტაქტო პირი: გიორგი ღარიბაშვილი
ელ. ფოსტა: g.gharibashvili@diplomat-global.com  
ტელ: +995 577 20 03 42
საკონტაქტო პირი: გიორგი ნიკოლიშვილი ელ. ფოსტა: g.nikolishvili@diplomat-global.com  
ტელ: +995 577 35 07 98

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 ივლისი 2023 დრო 18:20
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა