17 ივლისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18178 - ტენდერი ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
თანდართულ ფაილად იხილეთ:
- შეთანხმება კონფიდენციალობაზე
- დასაზღვევი ავტომობილების ჩამონათვალი
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე, სადაზღვევო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების საფუძველზე შეირჩევა რამდენიმე საუკეთესო შემოთავაზების წარმომდგენი კომპანია.
- მეორე ეტაპზე შერჩეულ კომპანიებთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები და მოხდება გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა;
სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
- სატენდერო წინადადებას (შემოთავაზებული სადაზღვევო ტარიფით, ქართულ ენაზე, ამობეჭდილი (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული)
- სარეკომენდაციო წერილები (მინ. 3, ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული)
- მიმდინარე კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ა/მანქანის დაზღვევის კუთხით)
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობას საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
- ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
დაზღვევის პირობები:
- ავტოტრანსპორტის მართვის უფლება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს
- რისკების სრული პაკეტი
- ნულოვანი ფრანშიზა
ლიმიტები:
- მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა - ლიმიტი: 5000$
- უბედური შემთხვევით გამოწვეული მძღოლის და მგზავრის დაზღვევა - ლიმიტი: 10000$
კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:
- ტენდერის დასახელება
- კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია(საკონტაქტო პირი, ტელ./მობ. ნომერი და ელ-ფოსტა).
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისის 18:00 საათისა შემდეგ მისამართზე: სს „ტერაბანკი“-ს სათავო ოფისი, ქ. თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. #3.
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მიღების დაინტერესების შემთხვევაში, ავტომობილებზე ინფორმაციის, მისაღებად დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძე
ელ. ფოსტა: Lasha.Chanturidze@terabank.ge
ტელ: + 995 32 255 00 00 / შიდა (2060). მობ 595 11 01 74
სხვა ტენდერის პროცედურებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ირაკლი მიქაძე
ელ. ფოსტა: irakli.mikadze@terabank.ge
ტელ: + 995 32 255 00 00 / შიდა (2005). მობ 595 600104
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები