ჩაბარების ვადა:
23 ივლისი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18269 - ტენდერი დიზელ გენერატორის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ტენდერს: დიზელ გენერატორის შესყიდვის მიზნით.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მოწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- მიწოდების მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ 12 , ლუბლიანას ქ. N.66
- ტესტირება: გენერატორზე , წარმოდგენილი უნდა იყოს, კომპანიის ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი კომპანიის/დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა სიმძლავრეზე;
- გარანტია: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ვადების შესახებ ინფრმაცია.
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- პრეტენდენტმა უნდა შეძლოს მოწოდებული საქონლის ტექნიკური უზრუნველყოფა საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ და უნდა ჰყავდეს შესაბამისად გადამზადებული კადრები.
პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge სათაურის ველში მიეთითება ტენდერის ნომერი.;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 23 ივლისი, 18:00 საათი.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
საკონტაქტო პირი: დათო 551 37 73 11
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
დოკუმენტაცია
დანართი 1 ფასების ცხრილი დიზელის გენერატორი 13 07 2023
დანართი 1 ფასების ცხრილი დიზელის გენერატორი 13 07 2023
დანართი 2 დიზელის გენრატორი-საბანკო რეკვიზიტები 13 07 2023
დანართი 2 დიზელის გენრატორი-საბანკო რეკვიზიტები 13 07 2023
სატენდერო ფაილი დიზელის გენერატორი 13 07 2023
სატენდერო ფაილი დიზელის გენერატორი 13 07 2023
ყველას ჩამოტვირთვა