ჩაბარების ვადა:
28 ივლისი 2023, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT18306 - ტენდერი მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადასაადგილებლად 1 კომპლექტი სატაცის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
"შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური" (სკ 245383678) აცხადებს ტენდერს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების გადასაადგილებლად 1 კომპლექტი სატაცის შესყიდვაზე.
მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.
- კომერციული შეთავაზება სრულად უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას.
- კომერციული შეთავაზება პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს მომხმარებლის ოფისში, დალუქულ კონვერტში, დეტალების და საკონტაქტო მონაცემების მითითებით, პოტენციური მიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული არაუგვიანეს 28.07.2023 12.00 საათამდე.
- მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კომერციული შეთავაზებები განხილვას არ ექვემდებარება და უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს.
- ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და რუსულ ენებზე.
კონტრაგენტების საყურადღებოდ:
ტენდერში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა დაიყოს 2 კონვერტად:
- კონვერტი 1 შეიცავს კომერციულ შეთავაზებას და განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, კონვერტზე აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.
- კონვერტი 2 შეიცავს ყველა ტექნიკურ დოკუმენტაციას, ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.
- თითოეულ კონვერტზე უნდა მიუთითოთ ინფორმაცია თანდართული დოკუმენტების შესახებ, ე.ი. შესაბამისად „განცხადება ტენდერში მონაწილეობის შესახებ“ და „ტექნიკური დოკუმენტაცია“.
- აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტენდერზე განაცხადი იქნება უარყოფილი.
ტენდერის კატეგორია:
- 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები