ჩაბარების ვადა:

31 ივლისი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T18346 - ტენდერი ვაკუუმური ამომრთველების შეძენა მონტაჟზე სხვადასხვა ობიექტებისთვის

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 1 ლოტად შემდეგი მომსახურების შესყიდვაზე:

ვაკუუმური ამომრთველების შეძენა მონტაჟი სხვადასხვა ობიექტებისთვის:

  • ს/ს "ბულაჩაური"-ში 6 კვ-ის შემყვანის უჯრედებში 2 კომპლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა/მონტაჟი
  • სატუმბო სადგურ „540“-ზე სამი კომლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა/ მონტაჟი, შემყვანების და სასექციო ამომრთველის უჯრედებში
  • სატუმბო სადგურ „ქობულეთი 2“-ში ვაკუუმური ამომრთველის შეძენა/მონტაჟი
  • სატუმბო სადგურ „გლდანი“-ში ვაკუუმური ამომრთველის შეძენა/მონტაჟი

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

რაოდენობა და სპეციფიკაცია მითითებულია შესაბამის ტექნიკურ დავალებაში, რომელთა მიხედვითაც უნდა შეავსოთ დანართი N1-ხარჯთაღრიცხვა

ტექნიკური დავალება

თანდართულია ფაილები შემდეგი დასახელებით:

  • სატუმბო სადგურ „540“-ზე სამი კომლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი, შემყვანების და სასექციო ამომრთველის უჯრედებში
  • სატუმბო სადგურ „გლდანი“-ში ხუთი ცალი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი
  • სატუმბო სადგურ „ქობულეთი 2“-ში ერთი ცალი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი
  • სს ბულაჩაური-ში 6 კვ-ის შემყვანის უჯრედებში 2 კომპლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი

დამატებითი მოთხოვნები:

  • მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს პროდუქციის ხარისხის სტადარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი
  • მოწოდებულ პროდუქციას უნდა მოყვებოდეს საექსპლუატაციო სახელმძღვანელო
  • მოწოდებულ პროდუქციას უნდა მოყვებოდეს ამომრთველების, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების საქარხნო გაზომვის ოქმები
  • მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი
  • მოწოდებული პროდუქციის საგარნტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 60 თვე
  • მომწოდებელმა უნდა განახორციელოს მოწოდებული პროდუქციის მონტაჟი სამგორის პირველი აწევის სატუმბო სადგურის ელექტრო გამანაწილებელ მოწყობილობაში

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

1.4 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მიწოდების ადგილი:

წყალსადენის N7

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების გაწევიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი;
  • ბოლო 5 წელიწადში მსაგვსი სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესრულებები, სარეკომენდაციო წერილები).

 შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.7 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება  წინამდებარე ტენდერზე თანდართული ხელშეკრულების პროექტის და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია - 1 წელი.

1.8 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროსტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)  არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 31 ივლისი 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111; 595 22 66 94

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1141);  599 50 50 67

ტენდერის კატეგორია:

  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
  • 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები GWP დანართი 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება GWP დანართი 2 ეთიკის და ქცევის კოდექსი ანტიკორუფციული პოლიტიკა გაეროს გლობალური შეთანხმება
GWP საქონელი და მომსახურება ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული GWP საქონელი და მომსახურება ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
დანართი N1 - ფასების ცხრილი დანართი N1 - ფასების ცხრილი
სატენდერო დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაცია
სატუმბო სადგურ „540“-ზე სამი კომლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი, შემყვანების და სასექციო ამომრთველის უჯრედებში სატუმბო სადგურ „540“-ზე სამი კომლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი, შემყვანების და სასექციო ამომრთველის უჯრედებში
სატუმბო სადგურ „გლდანი“-ში ხუთი ცალი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი სატუმბო სადგურ „გლდანი“-ში ხუთი ცალი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი
სატუმბო სადგურ „ქობულეთი 2“-ში ერთი ცალი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი სატუმბო სადგურ „ქობულეთი 2“-ში ერთი ცალი ვაკუუმური ამომრთველის შეძენა მონტაჟი
სს ბულაჩაური-ში 6 კვ-ის შემყვანის უჯრედებში 2 კომპლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენამონტაჟი სს ბულაჩაური-ში 6 კვ-ის შემყვანის უჯრედებში 2 კომპლექტი ვაკუუმური ამომრთველის შეძენამონტაჟი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 ივლისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა