ჩაბარების ვადა:

26 ივლისი 2023, 12:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T18349 - ტენდერი ამწე მექანიზაციის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს გაერთიანებულ ელექტრონულ ტენდერს ამწე მექანიზაციის მოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.

1.2 შესყიდვის ობიექტის აღწერა (ტექნიკური დავალება), რაოდენობა/მოცულობა:

ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერა და რაოდენობა/მოცულობა მოცემულია დანართი N1-ში.

1.3 განფასება:

პრეტენდენტმა დანართი N1-ში მოცემული ინფრომაციის საფუძველზე უნდა წარმოადგინოს განფასება (ხარჯთაღრიცხვა)  აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ექსელის ფორმატში, ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge

1.4 საქონლის მიწოდების დრო და ადგილი:

სამუშაოების უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე:

  • ობიექტი #1. - #2 სატუმბო სადგური
  • ობიექტი #2. - #2სატუმბო სადგური
  • ობიექტი #3 - სეიდაბადის სატუმბო სადგური
  • ობიექტი #4 - კრწანისის#1სატუმბო სადგური
  • ობიექტი #5 - სოღანლუღის #1 სატუმბო სადგური
  • ობიექტი #6 - დიდი ლილოს სატუმბო სადგური
  • ობიექტი #7 - ქობულეთის #1 სატუმბო სადგური 

1.5 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური პროდუქციის შესყიდვის არანაკლებ 2 (სამი) წლიანი გამოცდილება.

ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.6 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, „საქონლის“ სრულად მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში „კომპანიის“ შემდეგ საბანაკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • გამოცდილების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

1.8 ხელშეკრულების გაფორმება:

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გამოფორმდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    -გაკოტრების პროცესში;
    -ლიკვიდაციის პროცესში;
    -საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროსტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ანშეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: mtchrikishvili@gwp.ge 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 26 ივლისი 12:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10 
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1148); 599 005 995

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145);

ტენდერის კატეგორია:

  • 42400000 ამწე და გადასაზიდი მოწყობილობები და მათი ნაწილები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 ივლისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა