ჩაბარების ვადა:

1 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18364 - ტენდერი დასრულებული პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC) მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ააიპი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს ტენდერს დასრულებული პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა დაშემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC) მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასების მომსახურების შესყიდვის მიზნით და ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას იწვევს მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის შეფასებისას უნდა განისაზღვროს:

  • პროექტის განხორციელების და მისი შედეგების შეფასება
  • განხორციელებული პროექტის შესაბამისობა დამტკიცებულ საპროექტო განაცხადში მითითებულ მიზებსა და შედეგებთან,
  • განხორციელებული პროექტის შესაბამისობა დამტკიცებულ საპროექტო განაცხადთან
  • პროექტის ცალკეული კომპონენტების შესრულების შესაბამისობა დამტკიცებულ სამუშაო გრაფიკთან
  • პროექტის ცალკეული კომპონენტების შესრულების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესაბამისობა დამტკიცებულ საპროექტო განაცხადთან
  • განხორციელებული პროექტის შედეგები მათი მდგრადობა
  • პროექტის მართვის ეფექტურობა და განხორციელების სხვა საკითხები.

პროექტის შეფასება შეეხება მხოლოდ მის საქმიანობას და არ მოიცავს მის ფინანსურ მხარეს:

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სახელი/კომპანიის დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;
  • პროფესიული რეზიუმე / კომპანიის გამოცდილება;
  • ტექნიკური წინადადება, რომელიც მოიცავს მეთოდოლოგიის მიმოხილვას და მომსახურების ფასს დღგ-ს გარეშე.;
  • კომპანიის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდანპირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • კომპანიის შემთხვევაში ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირისრეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
  • კომპანიის შემთხვევაში ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული7 დღე);

მიწოდების პირობები

  • მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2023 წლის 1 სექტემბრამდე.

ანგარიშსწორების პირობები:

  • სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებული, შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადისგათვალისწინებით;
  • ანგარიშსწორება მოხდება სამუშაოს დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში

შერჩევის კრიტერიუმები:

  • შემოთავაზებების განხილვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ სატენდერო წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას და წარმოადგენს კონკურენტულ ფასს.
  • არასრულად წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინამდებარე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ყველა დაინტერესებული მხარე ვალდებულია წარმოადგინოს ზემოთხსენებული დოკუმენტაცია ელექტრონულად მისამართზე gacc@gaccgeorgia.org  არა უგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: gacc@gaccgeorgia.org

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" (“Tourism, Heritage and Creativity” (BSB-1130 THC) პროექტის მიზანია ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის სექტორების ერთმანეთთანდაკავშირება მათი საერთო განვითრების ხელშესაწყობის მიზნით. პროექტის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებიემსახურება შემოქმედებითი ტურიზმის შემოთავაზებების და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული კულტურულიპროდუქტების დახმარებით ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. THC დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ დახორციელდება შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით. 

ტენდერის კატეგორია:

  • 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება

დოკუმენტაცია