ჩაბარების ვადა:
5 აგვისტო 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18418 - ტენდერი სამონტაჟო ძალოვანი კაბელების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი აცხადებს ტენდერს : სამონტაჟო ძალოვანი კაბელების შესყიდვის მიზნით.
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი 1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებული საქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოთხოვნისამებრ წარმოუდგინოს შემსყიდველს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატები) და შესატყვისობის სერტიფიკატი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ნასყიდობის საგნის სრულად და ჯეროვნად მოწოდებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- მიწოდების მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ 12 , ლუბლიანას ქ. N.66
- გარანტია : პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ვადების შესახებ ინფრმაცია.
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
- მწარმოებლის ავტორიზაცია: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდების მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაცია (MAF);
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზებები უნდა გადაიგზავნოს ელ-ფოსტაზე: info@gudusauri.ge სათაურის ველში მიეთითება ტენდერის ნომერი.
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 05.08.2023 -18:00 საათი.
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 31300000 იზოლირებული მავთული და კაბელი
- 44300000 კაბელები, მავთულები და მათთან დაკავშირებული მასალები