2 აგვისტო 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT18434 - ტენდერი 4 ერთეული გენერატორის და 2 ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს. ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს 4 ერთეული გენერატორის და 2 ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვაზე.
1. შესყიდვის ობიექტი:
ერთეული გენერატორის და 2 ერთეული უწყვეტი კვების წყაროს შესყიდვა ორ ლოტად ფასების ცხრილის და ტექნიკური მახასიათებლების (დანართი #1) შესაბამისად;
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
3.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდინარე სასაწყობე ფართი;
შენიშვნა:
- საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 2 აგვისტო, 17:00 საათი.
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge;
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge მობ: 595 90 12 00; ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირია შესყიდვების მენეჯერი გიორგი მდივნიშვილი მობ: 551 888 398 ,ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge
დამატებითი პირობა!
უწყვეტი კვების წყაროების ფასების წარმოდგენისას, ფასები უნდა მოიცავდეს სამონტაჟო სამუშაოებს ზუგდიდისა და რუსთავის ფილიალებში.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები