4 აგვისტო 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18449 - ტენდერი ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
პრეტენდენტმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე პოლისები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
1. საბაზისო;
2. საშუალო;
3. პრემიუმი (VIP).
დასაზღვევ პირთა ოდენობა ამჟამად შეადგენს 1200 თანამშრომელს (+ დაზღვეულთა ოჯახის წევრების რაოდენობა).
სადაზღვევო პოლისის მინიმალური მოთხოვნები (საბაზისო პაკეტი) მითითებულია დანართი #1 ში. საბაზისო პაკეტის პრემიის თანხა განსაზღვრულია - 35,00 ₾არი, რომელზეც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საუკეთესო შემოთავაზება;
- შემოთავაზება უნდა მოიცავდეს სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერ კლინიკების ცხრილს თბილისში და რეგიონებში;
- გამონაკლისების ჩამონათვალი სადაზღვევო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
- გამონაკლისების დეტალური განმარტება (დაავადებების და მათი ჯგუფების კონკრეტული ცხრილი, რომელიც არ იფარება დაზღვევით);
- თუ სადაზღვევო კომპანიას არ ჰყავს სტომატოლოგიური პროვაიდერი კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში, დაზღვეულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს თავისუფალი არჩევანის სქემით. (გადახდა, ანაზღაურება);
- დაზღვეულებს უნდა ჰქონდეთ უფლება მიმართონ ნებისმიერ ლიცენზირებულ ექიმს, სამედიცინო დაწესებულებას, აფთიაქს; არაპროვაიდერ კლინიკებში სერვისის მისაღებად სქემის აღწერა (პაციენტის მიერ წარსადგენი საჭირო დოკუმენტების ცხრილის ჩათვლით);
- მითითებული უნდა იყოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების დეტალური ჩამონათვალი, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტული მომსახურება სადაზღვევო პოლისების კატეგორიების მიხედვით;
დამატებითი მოთხოვნები:
- სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლა - ე.წ. მოცდის პერიოდის გარეშე;
- თანდაყოლილი და დაზღვევამდეარსებული დაავადებების ანაზღაურება;
- დაზღვეულთა მინიმალური და მაქსიმალური ასაკის ზღვარის მითითება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შემოთავაზებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
- რეგიონების დაფარვა/მომსახურების ხარისხი;
- კომპანიის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- სადაზღვევო ლიმიტი/ მზღვეველის წილი;
- პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელის არჩევანი;
- გამონაკლისი შემთხვევები, რასაც არ ფარავს დაზღვევა;
- ფასი (საოჯახო, საშუალო და ;
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 27 ივლისიდან 2023 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია:პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
- სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები