ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T18473 - ტენდერი წიგნაკების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ერთ ლოტად: წიგნაკების შესყიდვაზე.
(ქ.თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის 1 შეს. N10)

"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. დიპლომატი საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების P&G-ის და Nestle-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვის ფაილები ცვლილებების გარეშე, რომელიც უნდამოიცავდეს შესყიდვის ღირებულებას, მოწოდების ვადას და გადახდის პირობას).
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამკონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 6 თვის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე Tenders.ge

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. 

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2023 წლის 15 აგვისტო 18:00 საათი.
  • მიწოდების ვადა - 30 ნოემბერი, 2023 წელი.
  • ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუცილებელია ნიმუშის წარდგენა მოთხოვნილი მახასიათებლების გათვალისწინებით.
  • კომპანია იტოვებს უფლებას მახასიათებლების მაქსიმუმ 15% ცვლილების, რამაც არ უნდა გამოიწვიოს საბლოოდ შეთანხმებული ფასის ზრდა.
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • გადახდის პირობა: საანგარიშო თვეს +15 დღე.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე

დეტალური ინფორმაცია (ტექნიკური მახასიათებლები, ფასების ცხრილი) იხილეთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ელექტრონული ტენდერში მონაწილოების შესახებ:

  • შემოთავაზებები უნდა აიტვირთოს შესყიდვების ვებ გვერძე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 აგვისტო, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების კოორდინატორი:
საკონტაქტო პირი: ნინო ბეროზაშვილი
ელ. ფოსტა:  N.berozashvili@diplomat.ge
ტელ: +995 598 27 44 26

შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: T.imerlishvili@diplomat.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    31 ივლისი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა