ჩაბარების ვადა:

12 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18491 - ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანიანში შერჩეულ სოფლის საძოვრის საპილოტე სამიზნე ტერიტორიაზე ჭაბურღილისა და მისი ექპლუატაციისათვის საჭირო მზის ელექტრო სადგურის მოწყობის თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

REC-Caucasus აცხადებს ტენდერს გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანიანში შერჩეულ სოფლის საძოვრის საპილოტე სამიზნე ტერიტორიაზე ჭაბურღილისა და მისი ექპლუატაციისათვის საჭირო მზის ელექტრო სადგურის მოწყობის თაობაზე.

ტენდერის ნომერი: 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.3A-2023 

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო თარიღი: 12 აგვისტო, 2023

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია გლობალურიგარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციისნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადიმართვის გზით“ განხორციელებაში. პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისადა სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

მომსახურების განხორციელების პერიოდი:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის აგვისტო- სექტემბრის პერიოდში (1,5 თვე).

ტექნიკური დავალება:

  • გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკურიდავალება.

მონაწილეობა:

  • მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

შესყიდვის ღირებულება : შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 120 000 ლარი

განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) ა უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:ქ. თბილისი, მცხეთის ქუჩა # 48 - 50 კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იქნეს:

  • მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
  • ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.3A-2023
  • სიტყვები „არ უნდა გაიხსანას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
  • განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება. 

წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი(მონიშნული როგორც „ასლი“). 

 შეფასება:

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად REC Caucasus-ის პროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდებატექნიკური ხარისხის ფასთან 60/40 შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურდავალებაში მოცემული შეფასების ბადის მიხედვით. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 აგვისტო, ადგილობრივი დროით 18 საათი

სატენდერო დოკუმენტაცია:

  • ფაილი 1. ტექნიკური დავალება
  • ფაილი 2. განაცხადის წარმოდგენის ფორმა
  • ფაილი 3 : პროექტი ( გეგმა - პროფილი)
  • ფაილი 4 : სამუშაოთა მოცულობა და ხარჯთაღრიცხვა

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები