ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T18497 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სარეალიზაციო ავტომობილების შეფასების მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სარეალიზაციო ავტომობილების შეფასების მომსახურების შესყიდვა ფასების ცხრილის  (დანართი #1) შესაბამისად;

2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • ტენდერში მონაწილის საქმიანობის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება პრეტენდენტი, რომელსაც გააჩნია მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

შენიშვნა:

განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

სს „ლიბერთი ბანკის“ ობიექტებზე მომსახურების მიწოდება განხორციელდება  ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე. მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი  მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

5. ზოგადი პირობები:

პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);

სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება ხელშეკრულების შაბლონის (დანართი #2) შესაბამისად. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 07 აგვისტო 17:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
  • ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია :
სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი - შორენა თავაძე
მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge

დამატებითი პირობები!

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემფასებლის სერტიფიკატი;
  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, არა უგვიანეს მეორე დღისა, უნდა მოახდინოს ავტომობილის ფიზიკური დათვალიერება ბანკის სადგომზე;
  • დათვალიერების შემდეგ, არა უგვიანეს მეორე დღისა, გამოაგზავნოს შესაბამისი შეფასების აქტი (ოქმი);
  • საჭიროების შემთხვევაში იყოს ბანკის წარმომადგენელი სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან;
  • შეფასების ღირებულება ერთ შეფასებულ ავტომობილზე არ უნდა აღემატებოდეს 50 (ორმოცდაათი) ლარს, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ფასის მიხედვით;
  • ყოველთვიურად შესაფასებელი ავტომობილების საშუალო რაოდენობაა 30-40 ერთეული;

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები