ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T18499 - ტენდერი ექოსკოპიის აპარატების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ევექსის კლინიკები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში:  ექოსკოპიის აპარატების შესყიდვა მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება. ამასთან, შესყიდვის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს, როგორც სს ევექსის კლინიკებთან ისე მის შვილობილ/აფილირებულ კომპანიებთან, რომლებსაც თავად შემსყიდველი მიუთითებს

2. ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით.
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 14 აგვისტოს 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება: 28 ივლისი 2023
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 14 აგვისტო 2023
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 20 აგვისტო 2023
  • ხელშეკრულების გაფორმება:  22 აგვისტო 2023

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას შემსყიდველისათვის.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე ან მიეწოდება ელექტრონული ფოსტის მეშევეობით.

4. ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები:

  • შესასყიდი საქონელი: ექოსკოპიის აპარატები
  • მისაწოდებელი პროდუქციის მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლებ დანართ #1.1, დანართ #1.2-ში , დანართ #1.3 მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა;
  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესასყიდი საქონელი აუცილებელია იყოს უდეფექტო;
  • შესასყიდი საქონლის ჩამონათვალი,  რაოდენობა და სპეციფიკაციები მოცემულია დანართ #1.1, დანართ #1.2-ში , დანართ #1.3. 

5. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:

  • ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
  • შემსყიდველის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოვლენილ იქნას ერთზე მეტი გამარჯვებული, ასევე შემსყიდველს შეუძლია თითეულ გამარჯვებულთან/მიმწოდებელთან გააფორმოს ხელშეკრულება როგრც სრულ, ასევე ნაწილობრივ ჩამონავალზე.
  • მომწოდებელს შესაძლებლობა აქვს შემოთავაზება გააკეთოს როგორც სრულ, ისე ნაწილობრივ ჩამონათვალზე.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი;
  • მიწოდების / მომსახურების ვადა;
  • გადახდის პირობა;
  • პროდუქციის ხარისხი;
  • საგარანტიო პირობა;
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა;

6.  სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი ბოლო ორ წელში შესრულებულ სამუშაოზე
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ის სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართ #1.1, დანართ #1.2-ში , დანართ #1.3 -ის სახით;
  • ტექნიკური მახასიათებლები

ყველა მოცემული დანართის შევსება პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა. პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დანართი/დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #5-ის სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

7.  შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

8. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 14 აგვისტო, 18:00 საათი.
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: gkostanishvili@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები

დოკუმენტაცია

RFP ექოსკოპიის აპარატების შესყიდვა RFP ექოსკოპიის აპარატების შესყიდვა
დანართი #2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ დანართი #2 - ინფორმაცია კომპანიის შესახებ
დანართი #3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება დანართი #3- ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე შეთანხმება
დანართი #4 დანართი #4
დანართი #5 - სტანდარტული ხელშეკრულება დანართი #5 - სტანდარტული ხელშეკრულება
დანართი 1 1 ექოსკოპი მეანგინეკოლოგიური სისტემა ტექნიკური დავალება დანართი 1 1 ექოსკოპი მეანგინეკოლოგიური სისტემა ტექნიკური დავალება
დანართი 1 2 ექოსკოპი კარდიოლოგიური სისტემა ტექნიკური დავალება დანართი 1 2 ექოსკოპი კარდიოლოგიური სისტემა ტექნიკური დავალება
დანართი 1 3 ექოსკოპი ზოგადი სისტემა ტექნიკური დავალება დანართი 1 3 ექოსკოპი ზოგადი სისტემა ტექნიკური დავალება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 აგვისტო 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა