ჩაბარების ვადა:

4 აგვისტო 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T18506 - ტენდერი პაშა ბანკის თანამშრომლების თიმბილდინგის დასაგეგმად

ტენდერის აღწერილობა:

სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ღია ტენდერს პაშა ბანკის თანამშრომლების თიმბილდინგის დასაგეგმად.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში

ჩვენს შესახებ:

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდეტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა აღემატებოდეს 2 წელს.
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა/პრეტენდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შერჩეულ პრეტენდენტებს დაეგზავნებათ სატენდერო დოკუმენტაცია. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე: 

  • სარეკომენდაციაო წერილები (სასურველია 3, ბოლო 2 წლის გაცემული)
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • რეკვიზიტები; 

სატენდერო შემოთავაზება და ტენდერთან დაკავშირებული კომუნიკაცია უნდა გამოიგზავნოს ელ- ფოსტაზე: tenders@pashabank.ge  m.karchaidze@pashabank.ge

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა ერთი მომწოდებელი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება.

შეფასების კრიტერიუმებია:

  • შემოთავაზებული ფასი;
  • გამოცდილება;

სატენდერო წინადადების მიწოდების პირობები:

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 4 აგვისტო, 2023წ. 12:00 საათი

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით:
მარიამ ქარჩაიძე

შესყიდვების განყოფილება
სს „პაშა ბანკი საქართველო“
მობ.: +995 577 03 81 02
ტელ.: + 995 322 265 000
ელ-ფოსტა: tenders@pashabank.ge m.karchaidze@pashabank.ge

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ტენდერის კატეგორია:

  • 79900000 სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები