ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2023, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T18515 - ტენდერი სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსის შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

პროდუქტი რაოდენობა
სწრაფი გადახდის აპარატის მეტალის კორპუსი 350


მახასიათებლები:

  • კორპუსის ნახაზი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილაში (დანართი N4)
  • მეტალის კონსტრუქცია უნდა დამუშავდეს ანტიკოროზიული გრუნტით და შემდეგ შეიღებოს თერმულად მითითებულ ფერებში
  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ დამზადება

კორპუსის სპეციფიკაცია:

  • თაროები - 2.0მმ, ფერი თეთრი
  • ტერმინალის კარი - 1.5მმ, ფერი თეთრი
  • ტერმინალის კორპუსი - 1.5მმ, ფერი ნარინჯი
  • მონიტორის პანელი - 2.0მმ, ფერი ნარინჯი
  • ტერმინალის პანელი - 1.5მმ, ფერი თეთრი
  • ტერმინალის ძირი - 2.0მმ, ფერი თეთრი 

მოწოდების მისამართი და პირობები:

  • ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 3 ეტაპად:
    -  I ეტაპი - 2023 წლის ოქტომბერი - 100 ცალი
    -  II ეტაპი - 2024 წლის იანვარი - 100 ცალი
    -  III ეტაპი - 2024 წლის მარტი - 150 ცალი

ანაზღაურება:

ყოველი ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში

სატენდერო პირობები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
  • ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
  • დანართი N4- კორპუსის ნახაზი

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 15 აგვისტო, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
შალვა კენჭოშვილი
ტელ:+995 591 111 928
shkenchoshvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 აგვისტო 2023 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა