
28 ოქტომბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1853 - ტენდერი ბრონირებული მინების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ბრონირებული მინების შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:
დასახელება | აღწერა | |
1 მ2 ბრონირებული მინა | სამფენიანი (10მმ-6მმ-10მმ) /თერმული დამუშავების | |
1 კმ. მანძილზე ტრანსპორტირება | თბილისიდან 100 კმ.-ის ზევით |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მონტაჟის ხარჯებს;
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას თბილისის მასშტაბით და თბილისიდან 100 კმ. მანძილზე;
- ბრონირებული მინა უნდა იყოს თერმული დამუშავების;
- ბრონირებული მინა უნდა იყოს სამფენიანი (10მმ-6მმ-10მმ);
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2016 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ტატო მირგატია
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*7437)
მობ.:(+995 599) 100833
ელ-ფოსტა: tmirgatia@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 28 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=652&lang=geo