ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18543 - ფასთა გამოკითხვა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ფოთისცემენტის ქარხნის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად.

ფოთის ცემენტის ქარხანა ფლობს მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების უფლებას. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოპოვებისთვის ყველა საჭირო თანმხლებ დოკუმენტაციას, მათ შორის გაფრქვევის და ჩაშვების ნორმების დოკუმენტების შემუშავებას, საჭიროების შემთხვევაში ნარჩენების მართვის გეგმაში ცვლილებების მომზადებას.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის წარმოადგინეთ შეთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • განსახორციელებელი სამუშაოს მოკლე აღწერას,
  • სამუშაოს განხორციელების ვადას,
  • სამუშაოს ღირებულებას და გადახდის პირობას.

გთხოვთ შეთავაზება წარმოადგინოთ 2023 წლის 14 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ტენდერში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 558 106 501
ელ. ფოსტა: nino.beridze@heidelbergcement.ge

განსახორციელებელი სამუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
მობ: 577 77 10 17
ელ. ფოსტა: giorgi.chaladze@heidelbergcement.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები