ჩაბარების ვადა:
15 აგვისტო 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18554 - ტენდერი ტენდერი ‘სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის’ ფარგლებში, ჩეხური ენის თარჯიმნის მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
CENN, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის’ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ჩეხური ენის თარჯიმნის მომსახურებაზე.
კომპანიამ / პირმა უნდა უზრუნველყოს:
- ჩეხეთში სასწავლო ტურის ფარგლებში ჩეხურიდან ქართულად და ქართულიდან ჩეხურად თარგმნა;
- ონლაინ ტრენინგის ფარგლებში, სინქრონული თარგმნა, ჩეხურიდან ქართულად;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა, მიღება-ჩაბარება და ა.შ. წარმოდგენა.
დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტის სახით.
დაინტერესებულმა კომპანიამ/პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.orkodashvili@cenn.org
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სათაური: ჩეხურის ენის თარჯიმანი / Subject: Czech Language Interpreter
- CV/რეზიუმე;
- მინიმუმ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, ვისთანაც თარჯიმანს ბოლო 2 წლის განმავლობაში უმუშავია;
- ფინანსური შემოთაავზება, რომელიც ჩაშლილი იქნება დღეებისა და სერვისების მიხედვით. ფინანსურ შემოთავაზებაში, გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ თარგმნის სერვისისა და მომზადების ღირებულება (თარჯიმნის ცხოვრებისა და კვების ხარჯებს დაფარავს CENN);
სატენდერო განაცხადის შეფასების კრიტერიუმები იქნება:
- რელევანტური სამუშაო გამოცდილება
- რელევანტური აკადემიური ხარისხი
- ფინანსური შემოთავაზების ეფექტურობა
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათელა ლაგურაშვილი
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 571 34 00 44
ტენდერის კატეგორია:
- 79500000 ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები