ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18560 - ტენდერი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფლის საძოვრების წინასწარ შერჩეულ საპილოტე უბანზე დროებითი ინფრასტრუქტურის (ელექტროღობეების) მოწყობის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

პროექტის ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს ტენდერს ყაზბეგისმუნიციპალიტეტის სოფლის საძოვარზე წინასწარ შერჩეულ საპილოტე უბნებზე დროებითი ინფრასტრუქტურის(ელექტროღობეების) დამონტაჟების მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

ტენდერის ნომერი: 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.02.b.-2023

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო თარიღი: 15 აგვისტო, 2023

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (“REC Caucasus”) ჩართულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევადეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ განხორციელებაში. პროექტის განმახორციელებელი სააგენტო არის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

მომსახურების განხორცილების პერიოდი:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს 2023 წლის აგვისტოს- სექტემბერი პერიოდში (20 დღე) .

ტექნიკური დავალება:

  • გასაწევი მომსახურების შესახებ დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული ტექნიკური დავალება.

ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმი:

  • ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებულმა საწარმომ.

შესყიდვის ღირებულება:

  • შესყიდვის მაქ.ღირებულება - 20 000 ლარი

განაცხადის წარდგენა:

  • დაინტერესებულმა პირებმა შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული ფაილი) აუნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:
     თბილისიმცხეთის ქუჩა 48/50 კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებულ იუნდა იქნეს:

  • მიმღები ორგანიზაციის დასახელება და მისამართი;
  • ტენდერის ნომერი 027RECC/G/FAO- [BL 5650-03]-No.02.b.-2023
  • სიტყვები „არ უნდა გაიხსანას სატენდერო კომისიის სხდომის დაწყებამდე“
  • განცხადების წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება. 

წარმოდგენილი უნდა იქნეს განაცხადის ორიგინალი (მონიშნული როგორც „ორიგინალი“) და ორი ასლი (მონიშნულიროგორც „ასლი“). 

შეფასება:

  • შეფასება განხორციელდება ხარისხზე/ფასზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის შესაბამისად REC Caucasus-ისპროცედურებისა და წესების მიხედვით. საუკეთესო ღირებულება დადგინდება ტექნიკური ხარისხისფასთან 60/40 შეწონვის საფუძველზე.
  • ტექნიკური შეთავაზების ხარისხი შეფასდება კრიტერიუმებისა და ქულების შესაბამისად, ტექნიკურ დავალებაშიმოცემული შეფასების ბადის მიხედბით. 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 აგვისტო, დგილობრივი დროით 18:00  საათი

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი:
ნინო ნადიბაიძე, პროექტის ადმინისტრატორი
მობილური: 5 77 19 34 44
ელ ფოსტა: nino.nadibaidze@rec-caucasus.org

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები