ჩაბარების ვადა:

16 აგვისტო 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T18573 - ტენდერი 20კვ-იანი მზის ბატარეების სისტემის შესყიდვასა და დამონტაჟებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ა(ა)იპ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი აცხადებს ტენდერს 20კვ-იანი მზის ბატარეების სისტემის შესყიდვასა და დამონტაჟებაზე.

სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი სპეციფიკაციები:

ინვერტორის სპეციფიკაციები:

  • მზის ინვერტორი on-grid;
  • მინიმალური სიმძლავრე 20 კვ;
  • მინიმალური ეფექტურობა 97.3%;
  • ცვლადი დენის (AC)გადატვირთვისგან დაცვა;
  • პირდაპირი დენის (DC)გადატვირთვისგან დაცვა;
  • ცვლადი დენის ძაბვის ვარდნის და აწევისაგან დაცვა;
  • უკუ-ძაბვისგან დაცვა;
  • დამუხტვის მიმდინარეობის ინდიკაცია;
  • სისტემის დისტანციური მონიტორინგი (ტელეფონით);
  • სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი -30+70;
  • დაცვის დონე არანაკლებ IP65-ისა;

ინვერტორის საგარანტიო პირობები: გარანტია უნდა გაიცემოდეს არანაკლებ 5 წელზე.

მზის პანელების სპეციფიკაციები:

  • უჯრის ტიპი: მონო-კრისტალური;
  • ეფექტურობა არანაკლებ 21.2%-ისა;
  • მუშა ტემპერატურის დიაპაზონი (C): -30-იდან +85-მდე;
  • წინა ფენა: 3.2 მმ ტემპერირებული მინა;
  • ჩარჩოს მასალა: ანოდირებული ალუმინის შენადნობი;
  • შეერთების ყუთი: (ტიპი/ დაცვის დონე) 3 შემოვლითი დიოდი/ ≥ IP68;
  • კაბელი (სიგრძე/ კვეთა) ± 1200 მმ/ 4მმ
  • ნალექის გამძლეობა (თოვლი) - 5400 Pa
  • ქარგამძლეობა – 2400Pa
  • მაქსიმალური სეტყვის გამძლეობის დონე (დიამეტრი/ სიჩქარე) – 25 მმ/23 მ* წამში-1

მზის პანელების საგარანტიო პირობები: პანელების დეგრადაცია 5 წლის მანძილზე არაუმეტეს 4%, პანელების დეგრადაცია 12 წლის მანძილზე არაუმეტეს 7%-ისა.

მოწყობილობის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

შემოთავაზებას უნდა ახლდეს მოწყობილობების სრული ტექნიკური დოკუმენტაცია მწარმოებლისგან.

მონტაჟის პირობები:

  • მონტაჟის პროცედურა: მონტაჟი უნდა წარმოებდეს ყველა მოქმედი ტექნო-ელექტრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
  • სამონტაჟო ელემენტები: გამოყენებული სამონტაჟო ელემენტები და დასაერთებელი კაბელები უნდა იყოს საერთაშორისო წარმოების შესაბამისი სერტიფიკატებით და აკმაყოფილებდეს მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს.
  • სამონტაჟო ობიექტის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის N7. თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ილია ჭავჭავაძის ლიტერატრულ მეორიალური მუზეუმის სახურავის ფერდობი.
  • პრედენდეტს შესაძლებლობა აქვს დაინტერესების შემთხვევაში, წინასწარი შეთანხმებით ნახოს სამონტაჟო ობიექტი და დაათვალიეროს საონტაჟო არეალი.
  • სამონტაჟო ობიექტის უსაფრთხოება: მონტაჟის დროს სამონტაჟო ფერდობის (სახურავის) დაზიანების შემთხვევაში მის აღმოფხვრაზე საკუთარი ხარჯებით პასუხისმგებელი იქნება გამყიდველი.

ჩასატარებელი სამუშაოების სრულად წარმოდგენისთვის დანართების სახით იხ.ობიექტის გეგმები: 1.გენგეგმა; 2.სახურავის გეგმა; 3. ფასადის და სახურავის გეგმა.

განფასების და საავანსო მოთხოვნის პირობები:

შემოთავაზებას თან უნდა ახლდეს დეტალური განფასება, წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში (ლარი), დღგ-ს გარეშე. შემოთავაზებას ასევე უნდა ახლდეს სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი ზუსტი ვადების მითითებით.

ავანსის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ მოწყობილობაზე, მომსახურების თანხა გადახდილი იქნება მომსახურების დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ. თუ კომპანიის მიერ მოთხოვნილი ავანსის ოდენობა აღემატება სრული ღირებულების 30%-ს , წარმოსადგენი იქნება საბანკო გარანტიები.

გამოცდილება:

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მზის ფოტოელექტრული სისტემების, მონტაჟის და სერვისის სფეროში გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს არსებული ობიექტების მისამართებს და საკონტაქტო პირების ტელეფონებს.

წინადადების წარმოდგენა:

წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით თანდართული ფორმის მიხედვით შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@ctc.org.ge არაუგვიანეს 16 აგვისტოსი, 2023 წ, 23:59 საათი.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • სამუშაოების შესრულების ვადა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • თავსებადობა ტექნიკურ პარამეტრებთან;
  • წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის სრულყოფა;
  • საგარანტიო პერიოდი;
  • ხარისხის სერტიფიკატები

მომწოდებლის მიერ მოსაწოდებელი დოკუმენტაცია:
მომწოდებელმა უნდა გამოაგზავნოს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დოკუმენტაცია:

  • საერთო ღირებულება/განფასება, როგორც ხელმოწერილი სკანირებული, ასევე ექსელის ფორმატით. (იხ.ექსელის ფაილი „სატენდერო წინადადება, ჩანართი „განფასება“)
  • მზის პანელების წარმოების (კომპანია და ქვეყანა) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის ხარისხის სერთიფიკატები; პრიორიტეტი მიენიჭება იმ კომპანიას,რომელსაც წარმოდგენილი ექნება ხარისხის სერტიფიკატები.
  • შემოთავაზებული მზის ელექტრო სადგურის საგარანტიო პირობები;
  • შემოთავაზებული პროდუქტის ფოტო/ვიზუალური მასალა;
  • გასახარჯი მასალების სრული სია და ჩაშლილი ღირებულება, ექსელის ფაილის სახით; (იხ.ექსელის ფაილი „სატენდერო წინადადება, ჩანართი „საჭირო მასალების დეტალური სია“)
  • კომპანიის გამოცდილება/პროფაილი- (იხ.ექსელის ფაილი „სატენდერო წინადადება, ჩანართი „გამოცდილება“)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განახლებული)

დამატებითი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ;
  • განფასების ფაილში აუცილებლად მიუთითეთ შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდის დასახელება, მოდელი, ტექნიკური მახასიათებლები, მოწოდების ვადა, საგარანტიო პერიოდი ;
  • შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
  • ნებისმიერი დეტალი, რაც დაკავშირებული იქნება ტექნიკურ გადაწყვეტილებასთან, უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან.
  • ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
საკონტაქტო პირი
სოფიო ნინიძე
sophio.ninidze@ctc.org.ge
ტელ: 577395519

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია