ჩაბარების ვადა:

14 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18594 - ტენდერი სამუხის ველზე მდინარე ივრის არხიდან მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის სატუმბი სისტემის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა:

ბუნების დაცვლის მსოფლიო ფონდი WWF) კავკასიის პროგრამ ოფისი (ს/კ 203845964) (შემდგომში “დამკვეთი”) აცხადებს ტენდერს წინადადების მისაღებად (შემდგომში „სატენდერო წინადადება”) ტენდერში მონაწილეებისგან (შემდგომში “პრეტენდენტი ”) სამუხის ველზე მდინარე ივრის არხიდან მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის სატუმბი სისტემის მოწყობაზე.

მოთხოვნის საგანი: 

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სამუხის ველზე, საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ტერიტორიაზე. ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მოედინება მდინარე ივრიდან გამომავალი წყლის არხი. საჭიროა აღნიშნული წყლის არხის მიმდებარედ მზის ელექტროსადგურის, მზის ენერგიაზე მომუშავე ტუმბოსა და წყლის მცირე რეზერვუარის მოწყობა, რომელიც მომარაგდება არხში არსებული/გამავალი წყლით. რეზერვუარის წყალი, მიწაში განთავსებული მილის საშუალებით, გარკვეული პერიოდულობით გამოყენებული იქნება/გადაიტუმბება დაახლოებით 3,500 მეტრის მოშორებით ქურციკების დასარწყულებლად საჭირო ხელოვნური ტბორების/საგუბრების წყლით მომარაგების მიზნით.

პროექტის განხორციელების ვადა არის აგვისტო-სექტემბერი 2023.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ტექნიკური პირობები წარმოდგენილია დანართში 1.

სატენდერო წინადადება წარდგენილი უნდა იქნას წინამდებარე მოთხოვნის გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაცია გამოგზავნილი უნდა იქნას შემდეგ ელ.ფოსტაზე: procurement@wwfcaucasus.org

სატენდერო წინადადების წარდგენის (გამოგზავნის) ბოლო ვადაა: 2023 წლის 14 აგვისტო, 18:00 საათი. 

ტენდერის კატეგორია:

  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები