ჩაბარების ვადა:

18 აგვისტო 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18608 - ფასთა გამოკითხვა სარემონტო სამუშაოების სტანდარტების შემუშავებასა და ხარისხის მენეჯმეტის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს "ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად კომპანია ფლობს 430-ზე მეტ მაღაზიას საქართველოს მასშტაბით. 2023-2024 წელს ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რასთან დაკავშირებით გვჭირდება კომპანიაში დავნერგოთ მაღაზიებისთვის სარემონტო სტანდარები და შემდგომი ხარისხის აუდიტი.

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს შემდეგი ტიპის მომსახურება: 

შპს „ორი ნაბიჯი“-ის არსებული ობეიქტებისთვის სარემონტო სამუშაოების სტანდარტების შემუშავება, რომელშიც მოიაზრება:

  • სამუშაოს შესრულების სტანდარტებს და დასაშვები ცდომილების შემუშავება;
  • გამოსაყენებელი მასალების სპეციფიკაციის მინიმალურ მოთხოვნების დადგენა;
  • ტიპიური კვანძებისა და სექციური ჭრილების მომზადება;
  • მასალების სპეციფიკაციების განსაზღვრას ობიექტების მიხედვით;
  • გათბობა-გაგრილების სისტემების პარამეტრების განსაზღვრა;
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრა;

 შპს „ორი ნაბიჯი“-ის გასახსნელი ობეიქტებისთვის ხარისხის მენეჯმენტი, რომელშიც მოიაზრება:

  • ხარისხის კონტროლის სტანდარტების და მოთხოვნების განსაზღვრა;
  • სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგიების განხილვა;
  • ხარისხის დოკუმენტების ფორმის განსაზღვრა, წარმოება და კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი;
  • უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების იდენტიფიცირება და შეტყობინებების მომზადება;
  • დეფექტების გამოსწორების მეთოდოლოგიის განხილვა;

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობისთვის მზაობისთვის გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი წერილი მეილზე: Tenders@orinabiji.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2023 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე 

რეკვიზიტები:
ფასთა გამოკითხვაზე ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია
ტელეფონი: +995 591 967 410
ელ.ფოსტა: giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია