ჩაბარების ვადა:

17 აგვისტო 2023, 18:30

სტატუსი:

დასრულებული

T18609 - ტენდერი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ბანკის საკასო ცენტრების არქიტექტურა&პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ბანკის საკასო ცენტრებისთვის არქიტექტურული/საპროექტო მომსახურებაზე, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა დაინტერესებულმა პრეტენდენტმა რეგისტრაცია გაიროს ბანკის შესყიდვების პორტალზე (SAP Ariba).

გამოცხადების თარიღი: 10  აგვისტო 2023 12 PM
დასრულების თარიღი: 17 აგვისტო 6:30 PM 

საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე
b.mumladze@bog.ge
ტელ: 551 46 20 03  

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება:

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ბანკის საკასო ცენტრების არქიტექტურა&პროექტირება.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

თბილისი:

  • მიწის ფართობი: 10,700 კვ.მ
  • მიწის საკადასტრო კოდი: 01.72.14.009.692, 01.72.14.009.691
  • შენობის ფართი: 4,700 კვ.მ, სართულების რაოდენობა 2, I სართული 3,000 კვ.მ და II სართული 1,700 კვ.მ (შესაძლოა პროცესის დროს ფართობებში განხორციელდეს მცირედი კორექტირებები) 

ქუთაისი: 

  • მიწის ფართობი: 2,300 კვ.მ
  • მიწის საკადასტრო: მოგვიანებით დაზუსტდება
  • შენობის ფართი: 1,200 კვ.მ სართულების რაოდენობა 1

ბათუმი:  

  • მიწის ფართობი: 2,300 კვ.მ
  • მიწის საკადასტრო: 05.25.08.005
  • შენობის ფართი: 1,200 კვ.მ, სართულების რაოდენობა 1

ბათუმისა და ქუთაისის პროექტები შესაძლებელია იყოს აბსოლუტური ანალოგი.

მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სრული საპროექტო/არქიტექტურული მომსახურება, (გარდა საინჟინრო ნაწილისა) მათ შორის ესკიზები, გეგმარებითი სქემები, კონცეფცია, ვიზუალიზაცია, ჭრილები, ფასადები, დეტალები, კვანძები, მოცულობათა უწყისები, ასევე საპროექტო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბანკის სახელით ყველა საჭირო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა ასევე შესაბამისი საავტორო საპროექტო ზედამხედველობა.

თბილისის შემთხვევაში განაშენიანების რეგულირების გეგმის გაკეთება არ მოეთხოვება გამარჯვებულ კომპანიას.

ქუთაისისა და ბათუმის შემთხვევაში საჭირო იქნება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტის ე.წ გაპის მომზადება.

1.3 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს განხორციელებული პროექტების პორტფოლიო, ასევე შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და დადებითი სარეკომენდაციო წერილები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

 1.4 ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორების პირობების განსაზღვრა მოხდება ხელშეკრულების გაფორმებამდე ურთიერთშეთანხმებით,
  • საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს  საავანსო გარანტია.

1.5 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი დანართი N1
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.3 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ

შენიშვნა:

პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებულ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მატერიალური ან  ელექტრონული ხელმოწერით ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით.

 1.6 წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები