ჩაბარების ვადა:

15 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T18684 - ტენდერი ავტომობილების ნაწილების მოწოდებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს "სილქნეტი" აცხადებს ტენდერს ავტომობილების ნაწილების მოწოდებაზე, მათ ტექნიკურ მომსახურებაზე და იწვევს მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

პროდუქციის შესყიდვა განხორციელდება მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივად ერთი წლის განმავლობაში.

გთხოვთ იხილოთ თანდართული ფაილი ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების ჩამონათვალი დანართი #1-ის სახით. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ექსელის ფაილი შევსებული.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება:  2023  წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
  • განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10:00 დან 18:00 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;  (მინიმუმ 3 კომპანიის)
  • კომპანიაზე  ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ
  • კლიენტების ჩამონათვალი

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე
  • კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
  • მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

მოთხოვნა:

წარმოდგენილი ფასები  უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით; 

რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი სამსახური: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი:
ლაშა გამგებელი
ტელეფონი: +995 595 11 66 24
ელ.ფოსტა: tenders@silknet.com  lgamgebeli@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის 7

ს.ს. "სილქნეტი" უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ; ს.ს. "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის