29 აგვისტო 2023, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT18702 - ტენდერი ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობა ნაგებობებზე საწვიმარი ღარების, მილების და საწვიმარი ძაბრების შეცვლაზე
ტენდერის აღწერილობა:
ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობა ნაგებობებზე საწვიმარი ღარების, მილების და საწვიმარი ძაბრების შეცვლაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები)
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) ან შესაბამისი რეკომენდაცია;
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების სრული ღირებულების გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობა-ნაგებობების სახურავების საწვიმარი მილების, ღარების და ძაბრების შეცვლა:
- შენობა ნაგებობებზე საწვიმარი, ღარების დემონტაჟი ( 800 მ)
- საწვიმარი თუნუქის ღარების დამზადება და შესაბამის ფერად შეღებვა (0.045.0.050 თუნუქის სისქე) (800მ)
- საწვიმარი თუნუქის ღარების მონტაჟი. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გადამბის ადგილებს რათა მოხდეს მათი ჩაწებვა სპეციალური სილიკონით (800მ)
- სახურავებზე დაზიანებული თუნუქის ფურცლების შეცვლა და გადაღებვა სახურავის ფერთან შესაბამისი საღებავით.
- ღარების დემონტაჟის მომენტში დაზიანებული თუნუქის ფურცლების შეცვლა და გადაღებვა შესაბამისი საღებავით.
- დაზიანებული თუნუქის საწვიმარი მილების დემონტაჟი ( 200 მ).
- დაზიანებული მილების დამზადება გადაღებვა და შეცვლა (თუნუქის სისქე 0.045-0.050მმ)
- დაზიანებული ძაბრების შეცვლა
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის -#4 (ყოფილი ახალგაზრდობის მე-3 შესახვევი)
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ ეს-ო-ეს “„ბავშვთა სოფლის პროგრამის შენობების სახურავების საწვიმარი მილების შეცვლა„
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2023 წლის 29 აგვისტო 12:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის -4 შეს.
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები