ჩაბარების ვადა:
30 აგვისტო 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT18739 - ტენდერი სს „ლიბერთი ბანკი“-ს სარეალიზაციო ავტომობილების შეფასების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ..ლიბერთი ბანკი'' აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკი“-ს სარეალიზაციო ავტომობილების შეფასების მომსახურების შესყიდვაზე ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- ტენდერში მონაწილის საქმიანობის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება პრეტენდენტი, რომელსაც გააჩნია მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) -ის მიხედვით;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
სს „ლიბერთი ბანკის“ ობიექტებზე მომსახურების მიწოდება განხორციელდება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე. მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება ხელშეკრულების შაბლონის (დანართი #2) შესაბამისად. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 აგვისტო 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, მობ: 595 901 200, ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge
დამატებითი პირობები!
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემფასებლის სერტიფიკატი;
- ბანკის მოთხოვნის შესაბამისად, არა უგვიანეს მეორე დღისა, უნდა მოახდინოს ავტომობილის ფიზიკური დათვალიერება ბანკის სადგომზე;
- დათვალიერების შემდეგ, არა უგვიანეს მეორე დღისა, გამოაგზავნოს შესაბამისი შეფასების აქტი (ოქმი);
- საჭიროების შემთხვევაში იყოს ბანკის წარმომადგენელი სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან;
- შეფასების ღირებულება ერთ შეფასებულ ავტომობილზე არ უნდა აღემატებოდეს 50 (ორმოცდაათი) ლარს, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ფასის მიხედვით;
- ყოველთვიურად შესაფასებელი ავტომობილების საშუალო რაოდენობაა 30-40 ერთეული;
ტენდერის კატეგორია:
- 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები