19 სექტემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT18780 - ტენდერი სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს 25/08-GIG-P/UNI-23 ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წლის ჭრილში შესასყიდი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის და სპეც. ფეხსაცმლის მომწოდებელი კომპანიის გამოვლენაზე.
ტენდერის დეტალები:
- სამუშაო ქურთუკი- 247 ცალი;
- სამუშაო შარვალი- 215 ცალი;
- სპეც. ფეხსაცმელი- 211 წყვილი;
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
- ლოტი N1 - სპეც. ტანსაცმლის შესყიდვა დანართი N1-ის შესაბამისად;
- ლოტი N2 - სპეც. ფეხსაცმლის შესყიდვა დანართი N2-ის შესაბამისად;
დანართები:
- შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-1.pdf
- შესასყიდი სპეც. ტანსაცმლის ვიზუალი და დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design.pdf
- შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ ფაილში Specifications-2.pdf
- შესასყიდი სპეც. ფეხსაცმლის ვიზუალი და დიზაინი გთხოვთ იხილოთ ფაილში Design-1.pdf
- ბრენდირებისათვის საჭირო ლოგოტიპი გთხოვთ იხილოთ ფაილში GIEC_logo.pdf
შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად (სპეც. ტანსაცმილს და სპეც. ფეხსაცმლის მოწოდების ბოლო ვადა არის არა უგვიანეს 2023 წლის 23 ოქტომბერი)
შემსყიდველი ორგანიზაციების დასახელება და მისამართი:
1. შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (შპს სსეკ)
მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშებლის ქ. 2
2. შპს „რიცეულა ჰესი“
მისამართი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში შევსებული დანართი N1 და N2 სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიების მისამართებზე;
- კომერციული წინადადება უნდა ითვალისწინებდეს მოცემული რაოდენობების ცვლილებას + / - 20%-ს ოდენობით;
- პროდუქციის ნიმუშების წარმოდგენა აუცილებელია !!!
- წინადადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ლოტზე;
შენიშვნა: ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივის შემოთავაზების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ნიმუშების მარკირება ისეთი სახით რომ შესაძლებელი იყოს ნიმუშის დაკავშირება კომერციულ წინადადებაში არსებულ პოზიციასთან, ფასით მარკირება იკრძალება !!!
- აუცილებელია შესაბამისობის სერტიფიკატებისა ან/და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) ან/და ფეხსაცმლის სახეობის შესაბამისობას მოთხოვნილ ტექიკურ პარამეტრებთან;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკოგარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეორეესტრიდან) და საკონტაქტო პირი.
წინადადების წარდგენის წესი:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებულიუნდა იყოს დალუქულ კონვერტში. დოკუმენტაცია თითოეული ლოტისათვის წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედანაუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება და ნომერი - 25/08-GIG-P/UNI-23
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 19 სექტემბერი, 17:00 საათი
საკონტაქტო პირი:
სოფია ბაგდასაროვი
ელ-ფოსტა: sbagdasarova@gig.ge
ტელ: (593) 97-67-57
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები