5 სექტემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT18807 - ტენდერი 2 (ორი) ერთეული ავტომანქანა მიცუბიში L 200-ის ჯავშნირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს 2 (ორი) ერთეული ავტომანქანა მიცუბიში L 200-ის ჯავშნირებაზე სატენდერო განცხადების მე-7-ე პუნქტის და ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად;
2. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) და სატენდერო განცხადების მე-7-ე პუნქტისმიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, 0162;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული მომსახურების თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 05 სექტემბერი, 17:00 საათი.
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება, სხვა შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში:
შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე
ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 90 12 00
7. მინიმალური მოთხოვნები ჯავშნისთვის:
ა) ჯავშნირება:
- სექტორი - სალონი - დაცვის დონე B4+, 4,40მმ ჯავშანი (ევროსტანდარტი EN 1522);
- სექტორი - კუნგი - დაცვის დონე B3, ერთი კარით, 2,5მმ ჯავშანი (ევროსტანდარტი EN 1522);
- მინები - 41,50-44,50მმ სისქის ლამინირებული B4+ (ევროსტანდარტი EN 1063);
- ჯავშნის ელემენტები იმგვარად უნდა იყოს კაბინაში განლაგებული, რომ იცავდეს 90°-იანი გვერდითი სროლისგან და ზედა მხრიდან 30°-იანი სროლისგან;
- კარებების ჭრილში უნდა იყოს ჯავშნის თანხვედრა (კარსა და ძარას შორის ჭრილი, ჯავშნით გადაფარული უნდა იყოს არანაკლებ 2 სმ-ით);
- წინა საქარე მინაზე მთლიანად დამცავი შრე უნდა იყოს გადატარებული, აღნიშნული შრე დაცული უნდა იყოს დელამინაციისგან (შუშების მსხვრევის საწინააღდეგო დამცავი ფენა, გარეგანი ვიზუალური ნიშნების გარეშე);
ბ) მძღოლის და ეკიპაჟის კაბინა:
- მძღოლისა და ეკიპაჟის კარის ჩამკეტი ელექტრო სისტემა (ჩამკეტი ღილაკი დამონტაჟებული უნდა იყოს მძღოლის სიახლოვეს);
- ავტომანქანის ელექტრო წრედის მექანიკური ჩამრთველ/გამომრთველი (აალების ან ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს ელექტროობის სრული გათიშვა ღილაკზე თითის დაჭერით და/ან ბერკეტის დატრიალების საშუალებით);
- საავარიო სირენა;
- 4 ცალი სასროლი ნიშა ყველა კარზე (ცეცხლსასროლი იარაღის ლულა უნდა ეტეოდეს ისეთნაირად, რომ მანქანაში მჯდომს შესაძლებლობა ქონდეს ყველა მიმართულებით ისროლოს);
- ცეცხლმაქრი 2კგ (დიზელის/ბენზინის/ელექტროობის ჩასაქრობად გათვალისწინებული);
- იატაკის ანტისტატიკური, არასრიალა, არააალებადი საფარი
- უკანა ხედვის კამერა მონიტორით;
- ჭერზე დამონტაჟებული ტურბო გამწოვი ვენტილაცია;
- კაბინის შიდა კედლები დაფარული უნდა იყოს ე.წ. „ხალიჩის“ მსგავსი მატერიით;
- სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორი და ელ. ბლოკი უნდა იყოს დაცული ტყვიის მოხვედრის დაზიანებისგან (ჩასმული უნდა იყოს ტყვიაგაუმტარ ჩარჩოში);
- კარის და სტერჟნების გამაგრება, რათა აიტანოს დაჯავშნილი კარის ზეწოლა და კარის მოძრაობისას აიცილოს დეფორმაცია;
- დამატებითი დამჭერები (ე.წ. რემნით), გაღებისას კარის მოწყვეტისგან დასაცავად;
- კარის დამატებითი შემზღუდავები მძღოლის და გვერდით კარებებზე, რათა კარებების მოძრაობის დროს არ მოხდეს მისი უსაზღვრო მოძრაობა;
- კაბინის შიდა LED განათება;
- გამოყენების ინსტრუქცია ქართულ ან რუსულ ენაზე;
- საკომუნიკაციო სისტემა როგორც ხმამაღლა მოლაპარაკეზე, ასევე მიკროფონზე (მანქანის სალონიდან გარეთ ლაპარაკის საშუალება, ასევე მანქანის გარეთ ლაპარაკის შიგნით მოსმენა);
- ხელსაწყოების ყუთი (უნდა შეიცავდეს საბურავის გასაღებს, დამატებით საბურავის, 12 ვოლტიანი „ნასოსი“ საბურავებისთვის, ავტომობილის წონის შესაბამისი ამწე, აფთიაქი);
- 5 ცალი ციმციმა (2 წინ, 2 უკან და 1 ცალი ჭერზე, მარჯვენა წითელი და მარცხენა ლურჯი);
- გამაფრთხილებელი სიგნალი, როდესაც 4x4 არის ჩართული და მძროლი გადააჭარბებს 50კმ სიჩქარეს;
- შიდა მექანიკური საკეტები ყველა კარისთვის;
- ვიდეო სისტემა 4 ცალი გარე კამერით სახურავზე და 1 ცალი შიდა კამერა მძროლის გვერდით მგზავრის ადგილთან;
- ორკამერიანი ვიდეორეგისტრატორი (შიდა/გარე გადაღების და ჩაწერის ფუნქციით);
- გაძლიერებული წინა ბამპერი (ლითონის ბამპერი დუგებით);
- კუნგის გაღების დუბლირებული (სალონიდან ელექტრო და საჭიროების შემთხვევაში გარედან მექანიკური) სისტემა;
- გარანტია: ქარხნულ წუნზე - არანაკლებ 2 წელი, შუშებზე - არანაკლებ 3 წელი, ჯავშანზე - არანაკლებ 5 წელი.
- დაბურული წინა და უკანა გვერდითა მინები, წინა მინები 30%-ით, ხოლო უკანა მინები 70%-ით.
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები