ჩაბარების ვადა:

11 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T18826 - ტენდერი საკანცელარიო / საოფისე ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს მ2 ჯგუფი აცხადებს ტენდერს საკანცელარიო / საოფისე ჰიგიენური საქონლის შესყიდვაზე ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.

1.2 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები: 

  • კომპანიის მიმოხილვა;
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • ფასების სია ტენდერზე თანდართული ცხრილის (დანართი #1) მიხედვით;
  • დასტური 1.3 პუნქტში განსაზღვრულ მოწოდების ვადებთან დაკავშირებით;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

1.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა, გადახდის პირობა:

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ ძირითად მისამართზე: ქ.თბილისი, საბურთალოს რაიონი, გივი კარტოზიას ქუჩა, N10 (სათავო ოფისის საწყობი). ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა მისამართებზეც.
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნისსაფუძველზე: ყოველთვიური საერთო შეკვეთის მიღების შემთხვევაში 3 (სამი) სამუშაო დღისვადაში, ხოლო ყოველდღიური შეკვეთების მიღების შემთხვევაში, მისი მიღებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში
  • ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, კონკრეტული საქონლის მოწოდებაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

შენიშვნა:

საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

1.4 ზოგადი პირობები:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.5 ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ძირითადი კომერციული პირობების შესაბამისად, 1 წლის ვადით.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება მხოლოდ ერთ კომპანიასთან.

1.6  სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • „შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 სექტემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვების წარმომადგენელი:
ნია დანელია
ტელ: 591 16 24 24
ელ.ფოსტა: ndanelia@m2.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    1 სექტემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა