ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T18835 - ტენდერი სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ დაზღვეული ავტოპარკის საევაკუაციო, ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ კომპანიებს (შემდგომ – პრეტენდენტი) სთავაზობს შეთავაზების წარმოდგენას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ დაზღვეული ავტოპარკის საევაკუაციო, ტექნიკურ მომსახურებაზე.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მოთხოვნები და პირობები და საშუალება მისცეს, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.

შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან  გაფორმდება ერთ წლიანი  ხელშეკრულება.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ  კომპანიებს და ინდ. მეწარმეებს.

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2023 წლის 20 სექტემბრისა.
  • სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის  შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის  გამოცხადება: 31.08.2023
  • სატენდერო  წინადადებების  მიღება: 20.09.2023
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის  შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა: 27.09.2023
  • ხელშეკრულების გაფორმება: 05.10.2023

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზეშეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერიპრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგისთვის“

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ანშეცვალოს თავიანთი მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/ს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერისპირობებით გათვალისინწბულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებსუფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერწარმოდგენილი ფასის/ კომპანიის გამოცდილების, რეპუტაციის/ წარმოდგენილი საქონლის ან დამომსახურების ხარისხის/ ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის შეჯამების საფუძველზე რომელსაც კომპანიამიიჩნევს საჭიროდ.

წესები და კითხვები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 3 თვის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა.

გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი.

2. შემოთავაზება:

შერჩევა ტარდება: სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ დაზღვეული ავტოპარკის საევაკუაციო, ტექნიკურ მომსახურებაზე, დანართი 1 -ით განსაზღვრული სპეციფიკაციების მიხედვით.

შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • სრულყოფილად შევსებულ დანართებს
  • ანგარიშსწორების პირობებს.
  • შეკვეთის განხორციელებიდან მომსახურების გაწევის ვადებს.

3. კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • მომსახურების ფასი
  • მომსახურების გაწევის ვადა
  • გადახდის პირობა

შერჩეული პრეტენდენტ/ებ/ი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნას 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ საკვალიფიკაციო დოკუმენტაციაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით უფლებამოსილია მოახდინოს შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

4. პასუხიმგებლობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
  • „ მომსახურების გაწევის  ვადების დარღვევისთვის მომწოდებელს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო – 30 ( ოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველი სრული და არასრული  ვადაგადაცილებული საათისთვის.

5. კონფიდენციალობა

  • შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
  • კომპანიამ სატენდერო წინადადებასთან  ერთად უნდა გამოაგზავნოს შევსებული და შესაბამისი უფლებამოსილი პიროვნების მიერ ხელმოწერილი  შეთანხმება კონფიდენციალურობაზე.

6. დანართი:

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია :

  • დანართი 1
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 20 სექტემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:
ანანო ვაშაძე
ელ.ფოსტა: a.vashadze@aldagi.ge
ტელ: 595 60 70 70

ტენდერის კატეგორია:

  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 სექტემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა