ჩაბარების ვადა:

15 სექტემბერი 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T18857 - ტენდერი სქ«101-200»-დან (ნ. ჟორდანიას ქ.) საზღვაო სადგურის შენობის ფარამდე (0,4კვტ) ორი ახალი საკაბელო ხაზის გაყვანაზე (ძირითადი და სარეზერვო)

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს სქ«101-200»-დან (ნ. ჟორდანიას ქ.) საზღვაო სადგურის შენობის ფარამდე (0,4კვტ) ორი ახალი საკაბელო ხაზის გაყვანაზე (ძირითადი და სარეზერვო).

კომერციული შეთავაზება სრულად უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას. კომერციული შეთავაზება პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარდგენილია მომხმარებლის ოფისში დალუქულ კონვერტში, დეტალების და საკონტაქტო მონაცემების მითითებით, პოტენციური მიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული არაუგვიანეს 15.09.2023 12.00 საათამდე. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კომერციული შეთავაზებები განხილვას არ ექვემდებარება და უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს. ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და რუსულ ენებზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15.

კონტრაგენტების საყურადღებოდ:

ტენდერში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა დაიყოს 2 კონვერტად:

  • კონვერტი 1 შეიცავს კომერციულ შეთავაზებას და განცხადებას ტენდერში მონაწილეობისშესახებშესაბამისად, კონვერტზე აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.
  • კონვერტი 2 შეიცავს ყველა ტექნიკურ დოკუმენტაციას ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.
  • თითოეულ კონვერტზე უნდა მიუთითოთ ინფორმაცია თანდართული დოკუმენტების შესახებ, ე.ი. შესაბამისად „განცხადება ტენდერში მონაწილეობის შესახებ“ და „ტექნიკური დოკუმენტაცია“.
  • აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტენდერზე განაცხადი იქნება უარყოფილი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები