ჩაბარების ვადა:

11 სექტემბერი 2023, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T18858 - ტენდერი 6-7 ნავმისადგომების უკანა მიდამოში სავალი ნაწილის (გზის) ასფალტის საფარის გამოცვლაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ აცხადებს ტენდერს 6-7 ნავმისადგომების უკანა მიდამოში სავალი ნაწილის (გზის) ასფალტის საფარის გამოცვლაზე.

კომერციული შეთავაზება სრულად უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას. კომერციული შეთავაზება პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარდგენილია მომხმარებლის ოფისში დალუქულ კონვერტში, დეტალების და საკონტაქტო მონაცემების მითითებით, პოტენციური მიმწოდებლის ბეჭდით დამოწმებული არაუგვიანეს 11.09.2023 12.00 საათამდე. მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კომერციული შეთავაზებები განხილვას არ ექვემდებარება და უბრუნდება პოტენციურ მიმწოდებელს. ყველა საჭირო დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და რუსულ ენებზე.

მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა #15

კონტრაგენტების საყურადღებოდ:

ტენდერში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა დაიყოს 2 კონვერტად:

  • კონვერტი 1 შეიცავს კომერციულ შეთავაზებას და განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, შესაბამისად, კონვერტზე აღნიშნული ინფორმაციის მითითებით.
  • კონვერტი 2 შეიცავს ყველა ტექნიკურ დოკუმენტაციას ტექნიკური დავალების მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.
  • თითოეულ კონვერტზე უნდა მიუთითოთ ინფორმაცია თანდართული დოკუმენტების შესახებ, ე.ი. შესაბამისად „განცხადება ტენდერში მონაწილეობის შესახებ“ და „ტექნიკური დოკუმენტაცია“.
  • აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტენდერზე განაცხადი იქნება უარყოფილი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები