ჩაბარების ვადა:

22 სექტემბერი 2023, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T18889 - ტენდერი გათბობა, კონდიცირება ვენტილაციის მომსახურებაზე საქართველოს მასშტაბით

ტენდერის აღწერილობა:

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს:  გათბობა, კონდიცირება ვენტილაციის მომსახურებაზე საქართველოს მასშტაბით.

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ტენდერის მოთხოვნები:

  • მოწყობილობების პერიოდული  შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით. შემოწმება უნდა ჩატარდეს შემდეგი პერიოდულობით: ჩილერები, ფანკოილები,  სპლიტ   სისტემები და სავენტილაციო დანადგარები - კვარტალში ერთხელ, გათბობის ქვაბი -წელიწადში ორჯერ ( გათბობის  სეზონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ).
  • ყველა ტიპის სარემონტო მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში ფრეონის დამატება  (არ შედის სათადარიგო ნაწილების ღირებულება)1
  • მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში ადგილზე გამოძახება და პირველადი დიაგნოსტიკა
  • გეგმიური სამუშაოები ( მაგ. ფილტრის გარეცხვა/ შეცვლა)2 - უნდა შესრულდეს მოწყობილობების გეგმიური რევიზიის დროს.
  • კონტრაქტის გაფორმებამდე უნდა ჩატარდეს ყველა მოწყობილობის პირველადი დიაგნოსტიკა

1 უნდა შევიდეს მოწყობილობის დემონტაჟი/ მონტაჟი საჭიროებიდან გამომდინარე;
2 გთხოვთ გაითვალისწინოთ მხოლოდ  სერვისის ღირებულება ფრეონის და სახარჯი მასალების ღირებულება დაითვლება ტენდერის შემდეგ ეტაპზე.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები(სპეციფიკაცია);
  • ბანკის ფილიალების სია და მოწყობილობების მოდელები საქართველოს მასშტაბით.
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. თანდართული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);
  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..);
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

 გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: „კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 22 სექტემბერი, 2023 . (16:00-მდე)

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
გენადი ზიაზევი
ადმინისტრაციული ქვეგანყოფილება
სს „პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1564)
ელ.ფოსტა: genadi.ziazevi@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
სს „პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
ელ.ფოსტა: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები