ჩაბარების ვადა:
14 სექტემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18893 - ტენდერი შრომის უსაფრთხოების მომსახურებაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, დაემატა დანართი N2
ტენდერის აღწერილობა
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს შრომის უსაფრთხოების მომსახურებაზე.
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- დამკვეთისათვის საჭირო ოდენობით შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტების გამოყოფას, რომლებსაც გავლილი აქვთ აკრედიტებულ ორგანიზაციაში პროგრამა, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
- კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;
- როსკების შეფასების დოკუმენტის წარმოება, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი სიხშირით კომპანიის თითოეული ობიექტისთვის;
- შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონებისა და რეგლამენტების საფუძველზე, რეკომენდაციების მომზადებას და დამკვეთისათვის მიწოდებას;
- უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვას;
- გამოვლენილი რისკების კონტროლთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემას;
- დამკვეთის დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას გეგმიური სწავლებებითა და ინსტრუქტაჟებით;
- დამკვეთის ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზების დოკუმენტირებას, რეკომენდაციისა და ხარვეზის აღმოფხვრის ღონისძიებების მითითების შემცველი დოკუმენტის კომპანიისთვის გაგზავნას;
- დამკვეთის დროულ ინფორმირებას შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონებსა და რეგლამენტებში შესული ცვლილებების შესახებ და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას;
- კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით მიკროკლიმატის პარამეტრების, საწარმოო ხმაურისა და ვიბრაციის გაზომვითი სამუშაოების განხორციელებას;
დამატებითი ინფორმაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ტენდერის დეტალური მოთხოვნები და ვადები იხილეთ დანარში N1-ში;
- მომსახურების გასაწევი ობიექტების მისამართები იხილეთ დანართი N2-ში;
- ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში პერიოდულად შეიძლება დამკვეთის მიერ მოხდეს ახალი ობიექტების გახსნა ან/და არსებული ობიექტების დახურვა, რის თაობაზეც დამკვეთი ელ. ფოსტით აცნობებს შემსრულებელს. ობიეტების დამატება/გაუქმება გავლენას არ იქონიებს შემსრულებლის მომსახურების ღირებულებაზე;
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება არა ერთჯერადი ხელშეკრულება;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურების ღირებულება უნდა იყოს ფიქსირებული;
- გადახდის პირობა: გათვალისწინებული საზღაური, დამკვეთის მიერ გადახდილ უნდა იქნას ინვოისის საფუძველზე, ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 7 სექტემბრიდან 2023 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
Nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 80600000 პროფესიული მომზადება უსაფრთხოებისა და თავდაცვის მასალების სფეროში
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები