15 სექტემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT18911 - ტენდერი კარტრიჯების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს კარტრიჯების შესყიდვაზე ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად;
2.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 (ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი N1) მიხედვით;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში, შემსყიდველის სიტყვიერი/ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს სასაწყობე ფართი;
შენიშვნა:
საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში; (10:00-17:00)
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
6. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 სექტემბერი 17:00 საათი;
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულ ელ.ფოსტაზე: tendercommittee@lb.ge
- ამავე მეილიდან, ბანკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლიასატენდერო კომისიის აპარატში: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge მობ: 595 901 200
7. ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:
.მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბერთი ბანკი“
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები