
11 ნოემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1893 - ტენდერი აკუმულატორების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს აკუმულატორების შესყიდვაზე, უწყვეტი კვების წყაროების, გენერატორებისთვის.
შესასყიდი პროდუქტის ჩამონათვალი:
- აკუმულატორი 12/42 ამპ
- აკუმულატორი 12/60 ამპ
- აკუმულატორი 12/70 ამპ
- აკუმულატორი 12/75 ამპ
- აკუმულატორი 12/90 ამპ
- აკუმულატორი 12/100 ამპ
- აკუმულატორი 12/110 ამპ
- აკუმულატორი 12/105 ამპ
- აკუმულატორი 12/110 ამპ
- აკუმულატორი 12/135 ამპ
- აკუმულატორი 12/150 ამპ
- აკუმულატორი 12/190 ამპ
- აკუმულატორი 12/45 ამპ
- აკუმულატორი 12/72 ამპ
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები:
- საგარანტიო პერიოდი 2 წელი;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 (ექვსი) თვიანი ხელშეკრულება;
- საქონლის შესყიდვა მოხდება რეგულარულად, სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
- ანგარიშსწორება მოხდება ყოველ ჯერზე საქონლის მოწოდების შემდეგ;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დეტალური შეთავაზება, მათ შორის პროდუქტის ნიმუშების ამსახველი სურათები PDF ან Word ფორმატში, სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ.;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ავთანდილ სალუქვაძე
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4252)
მობ.:(+995 577) 74 02 83
ელ-ფოსტა: asalukvadze@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 11 ნოემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=658&lang=geo