ჩაბარების ვადა:
18 სექტემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT18942 - ტენდერი თვითწებადი ფირის (ბადე სტიკერი) მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს თვითწებადი ფირის (ბადე სტიკერი) მონტაჟზე.
მაღაზიის რაოდენობა |
ვიტრინების ჯამური კვ (მიახლოებით)
|
ღირებულება კვ
|
ღირებულება ჯამური
|
70 | 1100 |
- ორი ნაბიჯის ობიექტებისთვის ვიტრაჟების გასტიკერება ბადე სტიკერით;
- გამარჯვებულმა თავდაპირველად უნდა უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით არსებული 70 მაღაზიის გარე ფასადზე არსებული ყველა მოთხოვნილი ვიტრინის აზომვა და შემდეგ სტიკერის მონტაჟი;
- სტიკერის მონტაჟი უნდა მოხდეს ვიტრაჟის შიდა მხრიდან.
მახასიათებლები:
- მასალა: ბადე, თვითწებადი ფირი წყალგამძლე;
- შავი ზურგით;
- სინათლის გამტარიანობა 40-45%.
- სისქე - 140 მიკრონი
მოთხოვნები:
- საგარანტიო პირობა;
- სტიკერის მონტაჟი უნდა მოიცავდეს აზომვის ხარჯს;
- თბილისის და შემოგარენის შემთხვევაში არ უნდა იყოს დამატებითი ხარჯი (ტრანსპორტირება, სამივლინებო);
- რეგიონების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითეთ ტრანსპორტირებაზე - კმ-ის ღირებულება და სამივლინებო ხარჯი (ჯგუფის შემთხვევაში) ერთი ღამით;
- სტიკერის მონტაჟი უნდა მოხდეს შეთანხმებულ ვადაში;
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- გადახდის პირობა: 30 დღიანი კონსიგნაცია;
დამატებითი ინფორმაცია:
- შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2023 წლის 11 სექტემბრიდან, 2023 წლის 18 სექტემბრამდე;
დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნოთ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge
აუცილებელი მოთხოვნა:
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართეთ:
ნინო ბუშელაშვილი
შესყიდვების მენეჯერი
nino.bushelashvili@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები