
27 სექტემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T18977 - ტენდერი კომპანიის საწყობების ინვენტარიზაციაზე
- გამომცხადებელი: საქორგგაზი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 13 სექტემბერი 2023 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 სექტემბერი 2023 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქორგგაზი (208147637) აცხადებს ტენდერს კომპანიის ჯგუფში შემავალი საწყობების ინვენტარიზაციაზე.
მარაგების განთავსების ლოკაციებზე (განსაზღვრული დანართი #1-ის შესაბამისად) პასუხისმგებელი პირის მიერ აღსაწერად წარდგენილ, ფიზიკურად არსებულ მარაგებსა და პროგრამულად აღრიცხულ ერთეულებს შორის შესაბამისობის შეფასება; დანაკლისის ან/და ზედმეტობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახვა, სტრუქტურული ერთეულის დონეზე.
პროცესი მოიცავს:
- სს. „საქორგგაზის საწყობების 23 ცალი, მისამართები და მდებარეობები მოცემულია დანართი #1-ში) არსებული მარაგების ფიზიკური იდენტიფიცირება ასევე ქვეკონტრაქტორების საწყობები სადაც მხოლოდ რეგულატორები და მრიცხველები არის დასაწყობებული სულ 17 ლოკაცია;
- ფიზიკურად არსებული მარაგების პროგრამულად აღრიცხულ ოდენობასთან დადარება;
- გამოვლენილი ზედმეტობის ან/და დანაკლისის დაფიქსირება;
- ინვენტარიზაციის პროცესისა და შედეგების ამსახველი ანგარიშის მომზადება.
- ინვენტარიზაციის პროცესში სტრუქტურულ ერთეულებში მატ.პასუხისმგებელი პირების მითითებით უვარგისი მასალების- როგორც ფიზიკურად დაზიანებული ასევე მორალურად (ტექნოლოგიურად) მოძველებული ნედლეულისა და მასალების გამოვლენა.
მომსახურების აღწერა: მარაგების ინვენტარიზაცია.
კლიენტისთვის მისაწოდებელი დოკუმენტაცია: მარაგების ფიზიკური დათვალიერების შედეგები (EXCEL-ის ფორმატში) პასუხისმგებელი პირების მიერ ხელმოწერილი აქტითურთ (მყარი კოპიო); მარაგების ინვენტარიზაციის პროცესისა და შედეგების ამსახველი დოკუმენტი ქართულ ენაზე (PDF ფორმატი და მყარი კოპიო).ფიზიკურად და მორალურად უვარგისი მასალა-ნედლეულის შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის დამტკიცებულ ცხრილებში შეტანა და წარდგენა.
მომსახურების დაწყების თარიღი: მკაცრად განსაზღვრული თვის 10 რიცხვი
მომსახურების დასრულების თარიღი: ინვენტარიზაცია 5 დღე, შედეგები დათქმულ ფორმატში 2 კვირა. (ინვენტარიზაცია ერთდროულად უნდა დაიწყოს თითქმის ყველა საწყობში)
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 27 სექტემბერი, 18:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 577 105 785
# | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები
სააქციო საზოგადოება „საქგორიგაზის“(208147637) დირექტორს ბ-ნ ალექსანდრე ხეთაგურს სს საქგორიგაზის მიერ გამოცხადებული T18977 სატენდერო კომისიას მოგესალმებით და გაუწყებთ, რომ შპს პრიმა აუდიტმა(206309582), გაეცნო რა აღნიშნულ მომსახურებაზე გამოცხადებულ სატენდერო განცხადებას, მიიღო გადაწყვეტილება მასში მონაწილეობაზე მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო კომისიამ უპასუხოდ დატოვა ზოგიერთი კითხვა, რომელიც დასმულ იქნა ჩვენს მიერ სისტემის მოდულში(იგი ეხებოდა ამ ტენდერის ფორმატში პრეტენდენტის შერჩევის კრიტერიუმებს). იმის გამო, რომ არ ვფლობდით ინფორმაციას პრეტენდენტის შერჩევის კრიტერიუმებზე, ჩვენმა კომპანიამ იხელმძღვანელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების მე-7 თავით დამტკიცებული წესით, აგრეთვე დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტი 4400-ის(გარიგებები შეთანხმებული პროცედურების ჩატარებაზე) , პროფესიონალი ბუღალტრის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნებით, ჩვენი, როგორც პრეტენდენტი აუდიტორული კომპანიის ამ მომსახურების გაწევისას დამოუკიდებლობის, ობიექტურობის და მტკიცებულებათა მოპოვების ადეკვატური გარემოს შექმნის მიზნით, შეადგინა ტენდერით გათვალისწინებული ინვენტარიზაციის მომსახურების მაღალ პროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის აუცილებელი/გარდაუვალი ხარჯების ამსახველი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც განივთებულ იქნა აუდიტორული კომპანიის თანამშრომლების რეგიონებში მივლინების (თითო რეგიონში არანაკლებ ორი ადამიანი) ხარჯები სულ 10 ადამიანის შრომის ანაზღაურება,კვების, ტრანსპორტირების, სასტუმროსა და კვების ხარჯები 5 სამუშაო დღეზე, აგრეთვე აუდიტორული კომპანიის სათაო ოფისის შესაბამისი თანამშრომლების, მათ შორის გარიგების პარტნიორის შრომის ანაზღაურება, რომლის საერთო სიდიდე ასახულია ჩვენს მიერ სისტემაში ატვირთულ შეთავაზებაში(ფასების ცხრილი). ჩვენმა კომპანიამ, ამ შეთავაზების ჩამოყალიბებისას გაითვალისწინა თქვენი მაღალი კორპორატიული კულტურის, სისტემური და სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი მიიღოს ინვენტარიზაციის მომსახურება პასუხისმგებლიანი კომპანიისაგან, რომლის კვალიფიკაცია და მომსახურების ხარისხი დადასტურებული იქნება ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუციის (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის) მიერ, მით უფრო ისეთ პირობებში, როცა აუდიტორული კომპანიის მიერ მიწოდებული პროფესიული მომსახურება სავალდებულო წესით დაზღვეულია სადაზღვევო კომპანიის მიერ, რომელიც იძლევა საფუძველს მომსახურების შედეგის მიმართ მაღალი ნდობისათვის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სატენდერო შერჩევისას გაითვალისწინებთ ამ წერილში მოყვანილ პრინციპებს, მიდგომებსა და გარემოებებს და უზრუნველყოფთ მაღალი ხარისხისა და სანდო მომსახურების მიღებისათვის აუცილებელ შესაბამის გარემოს, რომელიც საყურადღებო და ანგარიშგასაწევი იქნება თქვენი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული კომპანიისათვის, ზემდგომი მენეჯმენტისათვის, თუმცა არა მარტო მათთვის. შესაძლოა ჩვენი კომპანიის შეთავაზება აღმოჩნდეს არაკონკურენტული და უპირატესობა მიანიჭოთ სხვა აუდიტორულ კომპანიას, რომელსაც გაცილებით მეტი ადამიანური რესურსი ყავს და უფრო იაფი უჯდება ამ მომსახურების გაწევა, რომელიც ბუნებრივია, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაითვალისწინებთ, რომ დემპინგურ ფასად ამ მომსახურების მიღება საკმაოდ მაღალ რისკებთან (მომსახურების ადგილზე ჩაუსვლელად ანუ ფორმალურად გაწევა და მასთან დაკავშირებული გაუგებრობები) შეიძლება იყოს დაკავშირებული. გისურვებთ წარმატებებს! პატივისცემით, მურად ნარსია, შპს პრიმა აუდიტის გარიგების პარტნიორი, სერტიფიცირებული აუდიტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი(59994033
სააქციო საზოგადოება „ საქგორიგაზის “ დირექტორს ბ-ნ ალექსანდრე ხეთაგურს ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით. სამწუხაროდ არ არის ცნობილი პრეტენდენტის შერჩევის კრიტერიუმები. ამნ კითხვას იმიტომ ვსვამ, რო მომსახურების სპეციფიკა ითვალისწინებს პრეტენდენტის პასუხისმგებლობას აღწერისა და ინვენტარიზაციის შედეგებზე ანუ მაღალ რწმუნებას ამ შედეგებზე, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ის უნდა განახორციელოს ლეგიტიმურმა, შესაბამისი ინსტიტუციის მიერ დადადასტურებული კვალიფიკაციის კომპანიამ. ამ მომსახურებასთან მიმართებაში ასეთია saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული აუდიტორული კომპანია. გთხოვთ გვაცნობოთ პრეტენდენტის შერჩევის კრიტერიუმები. ამასთან ერთად , ვფიქრობ გაითვალისწინებთ, რომ ამ მომსახურების დემპინგურ ფასად მიწოდება არის პროფესიონალი ბუღალტრის ეთიკის კოდექსის დარღვევა, აგრეთვე ქმნის გარემოს ამ მომსახურების ფორმალურად განხორციელებისათვის, რომელიც იწვევს მაღალ რისკებს და ეს ყველაფერი , ვფიქრობ მიუღებელი უნდა იყოს თქვენი კომპანიის-მაღალი კორპორატიული კულტურის მქონე კომპანიისათვის. მაქვს მოლოდინი შესაბამისი პასუხის შესაძლო მოკლე დროში. გისურვებთ წარმატებებს! პატივისცემით მურად ნარსია(599940333)
სააქციო საზოგადოება „ საქგორიგაზის “ დირექტორს ბ-ნ ალექსანდრე ხეთაგურს ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით ვითვალისწინებ, რომ ინვენტარიზაციის მომსახურებაზე თქვენს კომპანიას( დამკვეთს) გამოცხადებული აქვს ტენდერი(T18977), გვაქვს რამოდენიმე კითხვა: ა) ადგილზე გასვლისას ჩვენს კომპანიის( შემსრულებლის) წარმომადგენლებს დახვდება თუ არა ინვენტარი სისტემურად დალაგებული ისე, რომ დათვლა და დასტიკერება(იმ შემთხვევაში, თუ დასტიკერება შედის შემსრულებლის ფუნქციებში) მარტივად/ეფექტურად იყოს განსახორციელებელი; ბ)ადგილზე, აგრეთვე მანამდე ჯგუფისათვის წინასწარ გადასაცემად ექნებათ თუ არა მზად საინვენტარიზაციო ფასეულობების რეესტრი Excel-ის ფორმატში. გამარჯვებულ კომპანიას(შემსრულებელს) ხომ არ შეგიძლიათ(გათვალისწინებული ხომ არ გაქვთ), რომ თავიდანვე გადასცეთ საინვენტარიზაციო ქონების რეესტრი იმ მიზნით, რომ ინვენტარიზაციის განმახორციელებელი კომპანიის(შემსრულებელს) შესაბამის ჯგუფებს წინასწარ , ადგილზე გასვლამდე გადასცეთ ეს რეესტრი Excel-ის ფორმატში; გ) ადგილზე ექნებათ თუ არა ცალკე გადაწყობილი უვარგისი ინვენტარი( ფასეულობები) იმ მიზნით, რომ გამოირიცხოს უვარგისი ფასეულობების გამოვლენის/ გამორჩევის შრომატევადი პროცედურები; დ) იქნებ დამიდასტუროთ, რომ ადგილზე გამსვლელი ჯფუფების ფუნქცია იქნება მხოლოდ აღწერა და უვარგისი, ჩამოსაწერი ფასეულობების იდენტიფიცირება?; ე) ადგილზე გასულ ჩვენი კომპანიის(შემსრულებლის) ჯგუფების ვალდებულებებში შედის თუ არა ფასეულობების დასტიკერების ფუნქცია და თუ შედის, სტიკერების დამზადების ფუნქცია დამკვეთზე იქნება თუ ამ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიაზე? ვ) დამკვეთს ხომ არა აქვს განზრახვა ამ მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის ადგილზე გამსვლელი ექსპერტთა ჯგუფები უზრუნველყოს ტრანსპორტითა და მივლინების ხარჯებით? ზ) დამკვეთის მიერ გამოქვეყნებული ამ ტენდერის მოთხოვნა ითვალისწინებს აღწერის პროცედურის დაორგანიზებას 5 დღის განმავლობაში ერთდროულად ყველა საწყობში, რომელიც ქმნის პირობებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის(შემსრულებლის) მხრიდან ადგილზე მივლინების ჯგუფებში ორჯერ მეტი ადამიანური რესურსების მობილიზებას, რომელიც ვფიქრობთ სამჯერ მაინც ზრდის მომსახურების ღირებულებას. ეს გაცნობიერებული აქვს დამკვეთის (შემსყიდველის) მენეჯმენტს? აღნიშნულ რეჟიმში ინვენტარიზაციის ჩატარების ეს და სხვა მოთხოვნები არის თუ არა შეთანხმებული იმ აუდიტორულ კომპანიასთან, რომელსაც აქვს განზრახვა განახორციელოს თქვენი კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ სწორედ ამ აუდიტორულ კომპანიას, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, აქვს ვალდებულება (პასუხისმგებლობაც) შეაფასოს/ შეარჩიოს ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ამ ტენდერით გამოცხადებულ მომსახურებაზე პრეტენდენტის შერჩევის კრიტერიუმები); თ) თუ ინვენტარიზაცია ემსახურება თქვენი კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და ამ ანგარიშში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას, ხოლო შემდგომ თქვენი კომპანიის მიერ შედგენილი ანგარიშგების წარდგენას აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული კომპანიისათვის, იმის გამო, რომ მატერიალური ფასეულობების აღწერა განხორციელებული იქნება , ვთქვათ 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდისათვის( ანუ 15.10.23 წ მდგომარეობით), ხოლო თქვენი კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება უნდა შედგეს 31.12.2022 წ მდგომარეობით, აღწერისა და ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება ( ვგულისხმობ 31.12.2022 წ -დან 15.10.2023 წ-მდე პერიოდში განხორციელებული აქტივობების) ალბათ თქვენი კომპანიის ფინანსური მენეჯმენტის პასუხისმგებლობა იქნება? (ამ შემთხვევაში გაითვალისწინებთ ალბათ, რომ ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ინვენტარიზაციის შედეგების დაკორექტირება 31.12.2022 წ -დან 15.10.2023 წ-მდე პერიოდში განხორციელებული აქტივობების გათვალისწინებით ჩვენს კომპანიას არ უნდა დაეკისროს, რადგან ამ აქტივობების უკუსვლით აღრიცხვის დაკორექტირება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, თან ეს სულ სხვა მომსახურებაა); ი) იმ შემთხვევაში, თუ ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ადგილზე მივლინებულ ჯგუფებს დახვდათ საწყობებში დალაგებული მატერიალური ფასეულობები არაორგანიზებულად (არაკლასიფიცირებულად) და შესაბამისი აღრიცხვის გარეშე, იმედი გვაქვს დამკვეთი ასეთი შემთხვევებისას გაითვალისწინებს შემსრულებლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საკითხს, რადგან, ვიმედოვნებთ, შემსრულებელი კომპანიისაგან ადგილზე მივლინებული სპეციალისტების ფუნქციაში არ იქნება შეყვანილი ადგილზე ფაქტიურად არსებული მატერიალური ფასეულობების დალაგება/მილაგების აქტივობები. თან დამკვეთი გაითვალისწინებს ალბათ, რომ ამ ტიპის და ამ რეჟიმში გაწეული მომსახურება ეყრდნობა დროით ანაზღაურებას? კ) დამკვეთს ხომ არა აქვს მზად აუდიტორულ კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებული ადგილზე მატერიალური ფასეულობების აღწერის ფორმა და ხომ არ არის მზადყოფნა შემსრულებლისათვის მისი გადაცემის? დამკვეთი ხომ არ ფლობს კონკრეტული თარიღისათვის რეგიონებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას მატერიალურ ფასეულობების რეესტრზე Excel-ის ფორმატში და ხომ არა აქვს განზრახვა, მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით, მათი შემსრულებლისათვის გადაცემის? ლ) დამკვეთს ხომ არ აქვს დაგეგმილი შემსრულებლის პასუხისმგებელ პირებთან რეგიონალური ოფისების წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზება ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზების საკითხებზე, თუნდაც „ზუმის“ მეშვეობით წინასწარ დათქმულ დღეს და დროს? მ) დამკვეთს, იმის გამო, რომ მოსამზადებელი სამუშაოები და მივლინება შესაბამის დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ლოგიკურად უნდა ჰქონდეს განზრახვა ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს შემსრულებლისათვის ავანსის გაცემის საკითხი. გთხოვთ აღნიშნულზე პასუხს; ნ) ექნება თუ არა შესაძლებლობა ამ ტენდერში მონაწილე პოტენციურ პრეტენდენტს ტენდერის ჩატარებამდე პერიოდში შეხვდეს და პროფესიულ საკითხებზე გაესაუბროს თქვენი კომპანიის ფინანსური აღრიცხვისა და მარაგების მართვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე ხელმძღვანელებსა და სპეციალისტებს, აგრეთვე ზოგიერთი საწყობის დათვალიერების მატერიალურ ფასეულობათა სახეების გაცნობის მიზნით? თუ არის ასეთი მზადყოფნა , ჩვენ მზად ვიქნებით ასეთი შესაძლებლობით სარგებლობისათვის, მათ შორის ონლაინ ფორმატში(ზუმში) . გაითვალისწინებთ ალბათ, რომ: ა) ინვენტარიზაციის განმახორციელებელ კომპანიას(შემსრულებელს) აქვს რა მაღალი პასუხისმგებლობა მომსახურების ხარისხიანად, ობიექტურ გარემოში და მოთხოვნილ ვადაში განხორციელების, ცხადია საამისოდ აუცილებელი იქნება ამ მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი ადგილზე გამსვლელი ჯგუფების დაკომპლექტებისა და მათი საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა( ტრანსპორტი, კვება, სასტუმრო და შრომის ანაზღაურება); ბ) ზემოაღნიშნულ კითხვებზე ობიექტური და თქვენი კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმებული პასუხების შესაძლო მოკლე დროში ჩვენთვის, როგორც პოტენციური პრეტენდენტისათვის, მოწოდება გვიქმნის გარემოს ჩვენი კომპანიის გააზრებული შეთავაზების( მათ შორის მომსახურების სავარაუდო ღირებულების, ავანსის სიდიდის ) განსაზღვრა/ ჩამოყალიბებისათვის. იმედი გვაქვს თქვენი კომპანიის მენეჯმენტის მიერ არსებითად იქნება განხილული ეს კითხვები და გექნებათ შესაბამისი რეაგირება შესაძლო მოკლე დროში. პატივისცემით, მურად ნარსია, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სერტიფიცირებული აუდიტორი შპს შეფასებისა და განვითარების ცენტრის კოორდინატორი 599940333