ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19032 - ტენდერი საქართველოს ბანკის ოფისებისთვის საინჟინრო სისტემების პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს HVAC, ელექტროობის, კომპიუტერული ქსელისა და სუსტი დენების პროექტის მომზადებაზე.

გამოცხადების თარიღი: 19 სექტემბერი
დასრულების თარიღი:  25 სექტემბერი

საკონტაქტო პირი:
ბექა მუმლაძე

b.mumladze@bog.ge
ტელ: 551462003

ტენდერში მონაწილების მისაღებად დაინტერესებული კომპანიამ რეგისტრაცია უნდა გაიაროს ბანკის შესყიდვების პორტალზე SAP ARIBA, რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიმართეთ საკონტაქტო ინფორმაციაში წარმოდგენილ პირს.

პროექტის მომზადება გულისხმობს ბანკის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ობიექტის განლაგების ნახაზების მიხედვით, HVAC, ელექტროობის, კომპიუტერული ქსელისა და სუსტი დენის პროექტის მომზადებას შესაბამისი მასალების მოცულობებისა და სპეციფიკაციებით.

ბანკის მიერ შესაბამისი მასალების გადაცემის შემდგომ მიმწოდებელმა პროექტი შესაბამისი BOQ-სთან ერთად უნდა წარადგინოს არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, პროექტის სირთულიდან გამომიდინარე ბანკთან შეთანხმებით აღნიშნული ვადა შესაძლოა გაიზარდოს კიდევ 5 სამუშაო დღით.

სავარაუდო რაოდენობა, წლის განმავლობაში შეადგენს 50 ობიექტს.

გამარჯვებულ გაფორმდება ერთწლიანი მომსახურების ხელშეკრულება.

სატენდერო და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1).
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    -საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)
    -გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
    -საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, რომლის დამადასტურებლადაც უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში, NAT,SPA,CMR ნომრები.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები