ჩაბარების ვადა:

26 სექტემბერი 2023, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19061 - ტენდერი გენერატორების, კომპრესორების, ვაკუუმ კომპრესორების და უწყვეტი დენის წყაროების (UPS) გეგმიური სერვისების გაწევის, შეკეთების და კონტროლის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ვიანი“ („დამკვეთი“) პრეტენდენტებს სთავაზობს გამოცხადებულ ტენდერში: ევექსის ჰოსპიტალებისტვის გენერატორების, კომპრესორების, ვაკუუმ კომპრესორების და უწყვეტი დენის წყაროების (UPS) გეგმიური სერვისის გაწევის, შეკეთების და კონტროლის მომსახურების შესყიდვაში - მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს დამკვეთის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულებას გააფორმებს სს „ვიანი“. 2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

2. შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 26 სექტემბერის 18:00 საათისა.
  • დამკვეთი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ტენდერის გამოცხადება - 19 სექტემბერი2023 
სატენდერო წინადადებების მიღება - 26 სექტემბერი 2023
გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა - 03 ოქტომბერი 2023
მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება - 10 ოქტომბერი 2023

დამკვეთი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

დამკვეთი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

3. ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა.

მომსახურების საგანი: გენერატორებზე, უპს-ებზე და ჰაერის კომპრესორებზე გეგმიური სერვისი, შეკეთება, სისტემური კონტროლი. მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გენერეტორებზე გეგმიური მომსახურების გაწევა სამუშაოების შესრულების სიხშირის შესაბამისად, დანართ #1-ში მოცემული პირობების გათვალისწინებით. გასაწევი მომსახურების მახასიათებლები უნდა იყოს არანაკლებ დანართ #1-ში მოცემული ტექნიკური მახასიათებლებისა.

მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ასევე საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების გაწევა;

მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს დანართში მოცემული ჰოსპიტლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში; (ინფორმაცია რეგიონებისა და მისამართების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართი #1.1-ში)

პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სამუშაობის სრულიდ და მოთხოვნის შესაბამისად გაწევა.

გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, სიხშირე და სხვა მახასიათებლები მოცემულია დანართ #1- ში.

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

ტენდერში გამარჯვებული შემსრულებლის შერჩევა მოხდება დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მომსახურების ფასი;
  • მომსახურების ვადები;
  • საგარანტიო პირობა;
  • კომპანიის გამოცდილება/ სანდოობა;
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება;

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი.

5. სატენდერო წინადადება

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ანგადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია
  • (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ის სახით;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #6-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს დამკვეთის მდგომარეობა.

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა დამკვეთისთვის გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

6. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

  • დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:- 
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
    - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

7. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია დამკვეთი მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

8.სატენდერო წინადადების წარდგენა

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე
  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2023 წლის 26 სექტემბერის 18:00 საათისა.
  • შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
  • დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: evex_nonmedequipment@evex.ge
  • საკონტაქტო პირები: 551501149 მარი ჩუტკერაშვილი, 591948277 ანა არქანია, 591326422 გიორგი ბერიძე

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 26 სექტემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შენიშვნა #1: დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, ერთი ან რამდენიმე პოზიცია სმეტიდან თავად შეისყიდოს და მიაწოდოს შემსრულებელს.
შენიშვნა #2: აუცილებელია განფასება მოხდეს ადგილზე ვიზიტისა და სამუშაოების შეფასების შემდეგ.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის

დოკუმენტაცია

ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 სექტემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა