ჩაბარების ვადა:
28 სექტემბერი 2023, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT19065 - ტენდერი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის (ს.კ. 01.14.03.040.024) დემონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ყაზბეგის 47“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე #18/09-Kazbegi47-DIS-23
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- შესასრულებელი სამუშაოების ფასების ცხრილის შევსებული ფორმა; (დანართი N1)
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ:
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
მისამართი:
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება ანალოგიურ სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი);
აუცილებელი პირობები:
- შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, გაზაფხულის ქ. #18.
- კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N47-ში მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის სამუშაოები“ და ნომერი - #18/09-Kazbegi47-DIS-23
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
- ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: გიორგი გიორგობიანი; ტელ: 577 64 00 74
ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენ კოლეგას, ბატონ შალვა მჭედლიძეს, ტელ: 577 59 59 38
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 28 სექტემბერი, 17:00 სთ;
შეთავაზების ვალუტა: ლარი
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები