29 სექტემბერი 2023, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT19107 - ფასთა გამოკითხვა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს RMG Copper აცხადებს ფასთა გამოკითხვას საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარებაზე - ობიექტზე „ფილტრაციის უბანი და გამდიდრების გაუწყლოებული კუდების დასასაწყობებელი პოლიგონი“.
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 29.09.2023, 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ
- უზრუნველყოფენ მომსახურების შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული, ინგლისური ან რუსული;
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ;
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული;
კომერციული წინადადება, გარდა ტექნიკურ დავალებაში მოთხოვნილი დოკუმენტებისა, უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- სამუშაოების დეტალური განფასება;
- ანგარიშსწორების პირობა;
- მომსახურების განხორციელების ვადები;
- ინფორმაცია ანალოგიურ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
დამატებითი მოთხოვნები იხილეთ ტექნიკურ დავალებაში (დანართი No 2)
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის;
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1;
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია: პროცედურული საკითხები:
ლილე პირველი
LPirveli@richmetalsgroup.com
+995 579 55 20 51
ტექნიკური საკითხები:
ქეთი ბენაშვილი
KBenashvili@richmetalsgroup.com
+995 591 70 96 40
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები