ჩაბარების ვადა:

1 ნოემბერი 2023, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T19127 - ტენდერი ყვარლის მონიციპალიტეტის, სოფელ შილდაში სასტუმროს მშენებლობაზე და სარემონტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მეღვინეობა ნეკრესი“ აცხადებს ტენდერს, ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში სასტუმროს შენობის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. მისამართი: სოფელი შილდა, ყვარლის რაიონი (ნეკრესის მონასტრის გზაზე) 

  • შენობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის საკადასტრო კოდი: 57.07.63.291;
  • შენობის და გარშემო ტერიტორიის მოწყობა თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
  • კომერციული წინადადება:
    -ხარჯთაღრიცხვის ფაილი რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ღირებულებას;
    -პროექტის შესრულების გრაფიკი;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი.
  • მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, hello@nekresiestate.com - ზე
  •  მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა 2023 წლის 1 ნოემბერი 17:00 საათი.
  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. საპროექტო კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიებს, რომლებიც შეძლებენ საბოლოო პროექტის რევიზიას და ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენას.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „მეღვინეობა ნეკრესის“ მენეჯმენტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები:
    -დაწყება - 2023 წლის ნოემბერი;
    -დასრულება - 2024 წლის აპრილი.
  • სამუშაოების შესრულების ვადა არის 5 თვე (150 კალენდარული დღე). 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვ დაგვიკავშირდეთ:
თეიმურაზ ნინოშვილი - 577 50 44 48
ოთარ ტაბატაძე - 595 961 961

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები

დოკუმენტაცია

კონსტრუქცია კონსტრუქცია
ჭრილი - 2-2 მ 1 50 ჭრილი - 2-2 მ 1 50
ფასადი ღერძებში 1-4 ფასადი ღერძებში 1-4
არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება არქიტექტურულ გეგმარებითი დავალება
არქიტექტურული პროექტი არქიტექტურული პროექტი
ნახაზების ნუსხა ნახაზების ნუსხა
ზოგადი ინფო ზოგადი ინფო
სიტუაციური გეგმა სიტუაციური გეგმა
გენ გეგმა გენ გეგმა
პირველი სართულის გეგმა პირველი სართულის გეგმა
პირველი სართულის გეგმა 1 პირველი სართულის გეგმა 1
მეორე სართულის გეგმა მეორე სართულის გეგმა
ტერასის გეგმა ტერასის გეგმა
ჭრილი 1-1 ჭრილი 1-1
ფასადი ღერძებში -ა-ბ ფასადი ღერძებში -ა-ბ
ფასადი ღერძებში -4-1 ფასადი ღერძებში -4-1
ფასადი ღერძებში -ბ-ა ფასადი ღერძებში -ბ-ა
კალენდარული გრაფიკი კალენდარული გრაფიკი
ხედი სამხრეთ დასავლეთიდან ხედი სამხრეთ დასავლეთიდან
ხედი სამხრეთ აღმოსავლეთიდან ხედი სამხრეთ აღმოსავლეთიდან
ხედი ჩრდილო აღმოსავლეთიდან ხედი ჩრდილო აღმოსავლეთიდან
ხედი ჩრდილო დასავლეთიდან ხედი ჩრდილო დასავლეთიდან
ყველას ჩამოტვირთვა