ჩაბარების ვადა:

1 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19136 - ტენდერი საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რამდენიმე ქვეყანაში განვითარების სფეროში პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში CCR მუშაობს 2008 წლიდან და 2015 წელს დააფუძნა თავისი ფილიალი თბილისში (CCRG), რომლის მეშვეობითაც ახორციელებს სხვადასხვა დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის განვითარების სფეროებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:
https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/.  
https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ”გზა შინისკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარება საქართველოში”, სახელმწიფო ზრუნვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. პროექტის ერთ-ერთი მიზანია სოციალური სერვისების, კერძოდ, მცირე ზომის საოჯახო ტიპის სერვისების განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა. 

CCRG იწვევს დაინტერესებულ მხარეებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სერვისის ორგანიზებისთვის საჭირო შენობის სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით.

  • დეტალური სპეციფიკაცია მოცემულია თანდართულ განაცხადში დანართებთან ერთად: განმცხადებლის მიერ შესავსები ფორმები:
  • დანართი 1. განაცხადის ფორმა (ქართული-ინგლისური) დანართი 2. ბიუჯეტის ფორმა
  • დანართი 3. ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია (ხელშეკრულების დანართი)
  • დანართი 4. სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკი სახელმძღვანელო დოკუმენტები (სავალდებულო):
  • დანართი 5. პროექტი
  • დანართი 6. განმარტებითი ბარათი
  • დანართი 7. ხელშეკრულების სამუშაო ვარიანტი 

ობიექტის მისამართი:  ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. N34

სამუშაოს შესრულების ვადები:  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვე (სავარაუდო პერიოდი: 2 ოქტომბერი - 15 დეკემბერი, 2023)

გარემოსდაცვითი პოლიტიკა:

CCR იცავს გარემოსდაცვით პრინციპებს - „ნარჩენების შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება“ და ასევე, მოუწოდებს მის ქვე-კონტრაქტორებს, დაიცვან ეს პოლიტიკა, რათა შეამცირონ მათი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების ხარისხი და მასშტაბები.სამშენებლო/სარემონტო პროცესის ფარგლებში CCR დიდ ყურადღებას მიაქცევს სამშენებლო მასალის ხარისხს; ასევე მონიტორინგს გაუწევს სამშენებლო ნარჩენების მართვის პროცესს კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

განაცხადის გაკეთების პროცედურები

სატენდერო წინადადების წარდგენა - სავალდებულო დოკუმენტები:

  • საპროექტო განაცხადი - ხელმოწერილი ბეჭდით (დანართი N1);
  • დეტალური ბიუჯეტი და საქმიანობის კალენდარული გრაფიკი, განცხადების დანართების შესაბამისად (დანართი N2 - ბიუჯეტის ფორმა;
    დანართი N4 -  სამუშაოს შესრულების გრაფიკი);
  • ხელმოწერილი დანართი N3 - ინტერესთა კონფლიქტის დეკლარაცია;
  • კომპანიის ხელმძღვანელის და მშენებლობის მენეჯერის CV-ები, სადაც მითითებულია კვალიფიკაცია და გამოცდილება ამ სფეროში; განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი სამშენებლო პროექტების პორტფოლიო;
  • ამონაწერი საჯარო ან გადამხდელთა რეესტრიდან (ბოლო 6 თვის), პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირებისთვის) ქართულ და ინგლისურ ენებზე;· საბანკო გარანტია 4% (შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება წარმოადგინოს);
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ;    

განაცხადის გაკეთების ვადა და შერჩევის პროცედურა:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2023 წლის 01 ოქტომბერი, 18:00 საათზე (საქართველოს დროით).
  • ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz 
  • გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფიზიკურად მიწოდება;
  • არასრული განაცხადები არ განიხილება. 

წინადადების შეფასების კრიტერიუმები:-

  • წინადადების ღირებულება - 30%
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულე - 20%
  • პოტენციური კონტრაქტორის გამოცდილება - 20%
  • ადგილობრივი მუშახელის დასაქმების შესაძლებლობა 10%
  • სამუშაოების შესრულების ვადები - 20% 

შენიშვნა:

  •  CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს ტენდერის შესახებ.
  • განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე. შერჩეული აპლიკანტები ინტერვიუზე მოიწვევიან ტენდერის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში. 
  • CCRG იტოვებს უფლებას არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი.

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები