ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2023, 14:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T19141 - ტენდერი გადაზიდვისა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება, განახლდა დანართი 1

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს გადაზიდვისა და დამხმარე პერსონალით მომსახურების შესყიდვაზე. პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზება თანდართული დანართი N1-ის მიხედვით.

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი ტვირთის (ავეჯი, ტექნიკა, საკანცელარიო და სხვა საჭირო მასალები) ტრანსპორტირებას მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დამხმარე პერსონალის გამოყოფას და ტრანსპორტირების განხორციელებას პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით;
  • მომსახურების მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 დეკემბრამდე; კონტრაქტის გაფორმების ფაზაზე, შესაძლებელია 1 წლით ავტომატური განახლების პირობის პირობის გათვალისწინება;
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების დროს ბანკის ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურებაზე;
  • პერიოდულად, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად ბანკის საწყობში არსებული ინვენტარის გადალაგება, სახეობებად განთავსება;
  • ახალი სერვის ცენტრის გახსნამდე არანაკლებ 2 (ორი) დღით ადრე, ბანკის მიერ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ბანკის ლოჯისტიკის წარმომადგენელს გამოუყოს 2 (ორი) დამხმარე მუშა და შეასრულოს მოთხოვნები, რაც დაკავშირებული იქნება სერვის ცენტრის გახსნასთან;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მინიმუმ 5-ჯერ საჩუქრების დარიგება ბანკის მიერმითითებულ მისამართებზე;
  • ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საშუალოდ 15 (თორმეტი) მსხვილ ღონისძიებაზე ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
  • ყოველთვიურად ბანკის ფილიალებში საკანცელარიო ნივთების (ფექები) დარიგება თვეში ორჯერ (ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ ტენდერზე თანდართული ფაილის სახით);
  • იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება არასამუშაო დღეებში დამატებითი მუშახელის დაქირავება ტარიფი იქნება შემდეგი: 1 (ერთი) მუშა 1 (ერთი) დღეარასამუშაო დღეებში და არასამუშაო საათებში, ხოლო სხვა ყველა შემთხვევაში მომსახურების საფასური მოიცავს დამატებითი მუშახელის დაქირავების საფასურს;
  • მომსახურების საფასური მოიცავს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებშისატვირთო მანქანის საჭიროების ხარჯს. ამასთან, ბანკს უფლება ქვსსატვირთო მანქანაში გააჩეროსბანკის კუთვნილი ინვენტარი 24 (ოცდაოთხი) საათი უსასყიდლოდ. იმ შემთხვევაში თუ ბანკი აღნიშნულ დროს გადააჭარბებს 1 (ერთი) დღის ტარიფი;
  • ტრანსპორტირების დროს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება;
  • ბანკის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს მინიმუმ 8 (რვა) დამხმარე მუშის ყოფნა ბანკის საწყობში, სასაწყობე მარაგებთან მუშაობის გამოცდილებით. ხოლო დამატებითი დამხმარე მუშის საჭიროების შემთხვევაში, ბანკი აუნაზღაურებს კონტაჰენტს დამატებით ხარჯს განსაკუთრებული პირობების 7.6 ქვეპუნქტში გათვალისწინებული პირობის შესაბამისად. პრეტენდენტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის ინვოისს პრეტენდენტი ბანკს მიაწვდის ყოველი კალენდარული თვის შემდგომი კალენდარული თვის დასაწყისში, აღნიშნული ინვოისის ავთენტურობა ბანკმა შესაძლოა გადაამოწმოს რეგიონებში შესაბამის რეგიონალურ მენეჯერებთან, ხოლო თბილისში ბანკის შესაბამის უფლებამოსილ პირებთან; ამასთან, პრეტენდენტის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯის ანაზღაურება მოხდება ბანკის მიერ, ზემოაღნიშნულიინვოისის დადასტურებიდან 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში;
  • სამუშაო დღეებში ბანკის ყოველდღიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მინიმუმ 3 (სამი) სატვირთო მიკროავტობუსის მზადყოფნა ბანკის საწყობთან, თბილისში;
  • ბანკის მოთხოვნის არსებობის შემთხვევში 3.5-10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილები;
  • კვირაში საშუალოდ 2-ჯერ ბანკის მოთხოვნის შესაბამისადინვენტარის ტრანსპორტირება რეგიონებში;
  • გააფორმოს ყოველ შესრულებაზე მიღება-ჩაბარებები, სადაც განსაზღვრული იქნება ინვენტარის ჩამონათვალი და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს ტრანსპორტირება; იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარს ექნება აღქმადი დეფექტები, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს დასტიკერება, რომ დაზიანებულია, დაასურათოს და მიაწოდოს ბანკს შესაბამისი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, პრეტენდენტმა არ უნდა უზრუნველყოს მსგავსი დეფექტიანი ინვენტარის ტრანსპორტირება;
  • ტრანსპორტირებაზე და სხვა დამატებით მომსახურებაზე მზადყოფნა 24/7-ზე;
  • სატენდერო პირობების მიხედვით ორივე ლოტზე შეირჩევა მხოლოდ ერთი ან ცალ-ცალკე კომპანიები, შემოთავაზებები კომპანიებმა ორივე ვერსიით უნდა წარმოადგინონ.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • წინამდებარე დოკუმენტზე თანდართული დანართი N1, სრულად შევსებული პრეტენდენტის მიერ; ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით რომელიც არ უნდა შეიცვალოს ხელშკეურლების მოქმედების პერიოდში;
  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ, სრულად შევსებული დანართი N2-ის მიხედვით;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის: დანართი N3 შევსებული ფორმით, სარეკომენდაციო წერილები, კორპორატიული მომხმარებლების ნუსხა, თანამშრომლების რაოდენობა;
  • ინფორმაცია ავტოპარკის შესახებ, Excel-ის ფორმატში რომელიც უნდა მოიცავდეს ავტოპარკზე დეტალურ ინფორმაციას;

დამატებითი ინფორმაცია:

  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ღირებულება 60%, გამოცდილება 20%, ავტოპარკი 20%;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი;
  • ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმიანობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა;

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/დასაერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახი სავარიის, ინციდენტისან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვასან/დაგარემოს დაცვის ადგილობრივი ან და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად;
  • სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი 2023 (14:00 საათი)
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
კონსტანტინე მეტრეველი
ko.metreveli@bog.ge
+995 595 03 64 84

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
  • 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    27 სექტემბერი 2023 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა