ჩაბარების ვადა:
        
    2 ოქტომბერი 2023, 12:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T19145 - ტენდერი უნიფორმის (კომპლექტის) შეკერვა - მოწოდებაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 27 სექტემბერი 2023 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 2 ოქტომბერი 2023 დრო 12:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ტენდერს 650 ცალი უნიფორმის (კომპლექტის) და 250 ცალი ზამთრის ჟილეტის შეკერვა - მოწოდებაზე.
კონკრეტული დავალება:
- მოწოდება უნდა განხორციელდეს წლის განმავლობაში ეტაპობრივად, კონკრეტული ზომებისა და რაოდენობების მიხედვით (მინიმალური მოთხოვნილი რაოდენობა - 50 ცალი)
 - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრული კომპლექტის ნიმუში ტენდერის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში.
 
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
- მომწოდებელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავსი ტიპის ფორმების შეკერვა- მიწოდებაზე.
 - საქონლის მოწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კალენდარულ დღეში
 - ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, პოზიციების მიხედვით ერთეულის ღირებულება და ჯამური ღირებულება ყველა შესაძლო გადასახადის (დღგ და ა.შ.) ჩათვლით.
 - პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს ბოლო 2 წლის მანძილზე შესყიდვის ობიექტის ან ანალოგიური საქონლის მიწოდების არანაკლებ 1 შესრულებული ხელშეკრულება.
 
გადახდის პირობები:
- შეთანხმებით დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად.
 
ტენდერის ვადები:
- 7 კალენდარული დღე.
 
ხელშეკრულების ვადები:
- 1 წელი.
 
საგარანტიო პირობები:
- მატერიის შემადგენლობაზე, მდგრადობასა და უსაფრთხოების ნორმებზე მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სერტიფიკატები.
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 02 ოქტომბერი, 12:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
საკონტაქტო პირი:
ცირა რუხაძე
555 330646
ტენდერის კატეგორია:
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები
 - 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
 - 18300000 ტანსაცმელი