ჩაბარების ვადა:

4 ოქტომბერი 2023, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T19186 - ფასთა გამოკითხვა ციფრული მომსახურების შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ (ეიპიემ ტერმინალს ფოთი) აცხადებს ფასთა გამოკითხვას ციფრული მომსახურების შესყიდვაზე.

ეიპიემ ტერმინალს ფოთი ახორციელებს ინიციატივას, რომლის მიზანია ქ. ფოთში იმ ადგილების გაციფრულება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაფარული Google Maps-ზე ან იმავე რუკაზე არსებული ლოკაციების რედაქტირებაა საჭირო.ფოთში არსებობს ადგილები, რომელიც არ არის დატანილი რუკაზე ან მონიშნული ადგილები აღნიშნულია შეცდომით, ამავდროულად მონიშნული ადგილები შესაძლოა არ შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის ობიექტის ფოტოები, სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია.

კომპანიის მიზანია, შეირჩეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით, პროექტის გუნდს დაეხმარება ფოთის რუკის მოწესრიგებაში და ჩაატარებს ციფრული უნარების ასამაღლებელ ტრენინგებს ადგილობრივი სამიზნე ჯგუფებისთვის (პორტის თანამშრომლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მეწარმეები, ტურიზმის ცენტრი, აქტიური მოქალაქეები, სამოქალაქო სექტორი, მედია).

ტრენინგები უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს: Google Maps, Google Workspace, My Business/Google Maps, Google Sites. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგებისა და პრაქტიკული სწავლების შემდეგ, კონტრაქტორმა კომპანიამ მინიმუმ ერთი თვის მანძილზე უზრუნველყოს მონაწილეების მხარდაჭერა, თუნდაც დისტანციურად.

შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს:

  • ეიპიემ ტერმინალს ფოთის ყველა ლოკაციის სწორად აღნიშვნას რუკაზე;
  • ტრეინინგებს დაახლოებით 30-40 ადამიანისთვის;
  • ფოთში ჩამოსვლას და ტრენინგების ჩატარებას (სასურველია ყავის შესვენებაც იყოს გათვალისწინებული);
  • დარჩენის შემთხვევაში ფოთში განთავსებას;
  • მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემას;
  • ტრენინგების შემდეგ მონაწილეების მხარდაჭერას მინიმუმ ერთი თვის მანძილზე.

მონაწილეების შერჩევა მოხდება დამკვეთი კომპანიის მხრიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან პარტნიორობით. პროექტის განხორციელება უნდა მოხდეს 2023 წლის დეკემბრამდე.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კომპანიებმა/ორგანიზაციებმა მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზებები 2023 წლის 4 ოქტომბრამდე ელ. ფოსტის საშუალებით: nino.shonia@apmterminals.com და სათაურში მიუთითეთ „ციფრული მომსახურება“.

შეთავაზებასთან ერთად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:კომპანიის/ორგანიზაციის პროფილი

  • განხორციელებული პროექტები
  • პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინიციატივა (არსებობის შემთხვევაში)
  • ბიუჯეტი ეროვნულ ვალუტაში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: etuna.tsotniashvili@apmterminals.com

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები