ჩაბარების ვადა:

13 ოქტომბერი 2023, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T19196 - ტენდერი ოთახების ელექტრონული დაჯავშნის სისტემის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს:  ოთახების ელექტრონული დაჯავშნის სისტემის შესყიდვაზე

სს “პროკრედიტ ბანკი”
მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია. 

ტენდერის მოთხოვნები:

  • ს.ს „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის 21) მდებარე 15 ოთახების ელექტრონული დაჯავშნის სისტემით აღჭურვა.
  • თითოეული ოთახთან უნდა განთავსდეს მინიმუმ 8 ინჩიანი მონიტორი , რომელზე უნდა გამოდიოდეს ინფორმაცია, ოთახის ხელმისაწვდომობის შესახებ ხოლო დაჯავშნის შემთვევაში ვის მიერ არის დაკავებული და რა დროს.
  • დაჯავშნა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც დისტანციურად მეილის ასევე ფიზიკურად ეკრანის საშალებით
  • ტექნიკური მახასიათებლები:
    - სავალდებულოა Microsoft Office 365-თან თავსებადობა
    - Power: Power over Ethernet (POE)
    - Connectivity: Ethernet (შესაბამისი ქსელი)
  • კომპანიამ ტენდერის განმავლობაში უნდა მოგვაწოდოს 1 ცალი მოწყობილობა თავისი ლიცენზიით სატესტოდ ორგანიზაციის გარემოში, ტესტირების ვადა 1 თვე
  • ღირებულებაში გაითვალისწინეთ არსებული მონიტორების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის ძირითადი მოთხოვნები(სპეციფიკაცია);
  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ფასების ცხრილი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. თანდართული ფაილი);
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება ( შესყიდვების ქვეგანყოფილება);
  • წარწერა: „კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 13  ოქტომბერი   2023 . (16:00-მდე)

ტექნიკურ/ტენდერის  საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
მარინე ქიმოსტელი
საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფი
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1880)
E-mail: marine.kimosteli@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
სს „პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578) 
E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერის კატეგორია:

  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები